წყარო: სულიერი მდელო [გვ. 631] თემა: სიმდიდრე, სიღარიბე, შური ცუდი ის კი არ არის, რომ ღარიბი იყო, არამედ უკმაყოფილება ამ სიღარიბით და წუწუნი მასზე, როგორც შენს მტერზე; ცუდია, თუ მდიდრებისა შეგშურდება და სიმდიდრეს მოისურვებ.