
ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
ანგარება
ჰოი, რაბამი განყოფილება არს შორის ანგართა და უპოვართა! იგი განაბნევს და ეგე შეჰკრებს მისგან
ჰოი, რაბამი განყოფილება არს შორის ანგართა და უპოვართა! იგი განაბნევს და ეგე შეჰკრებს მისგან განბნეულსა; იგი ძულობს და ეგე იყვარებს; მას ზღვევად შეურაცხიეს და ამას ცხოვრებად; იგი მწუხარე არს მიღებისათვის და და ესე მხიარული; მას არცა თავისი ქონება უნდა თავისათვის, ხოლო ეგე სხვისასაც იტაცებს და ცდილობს მოხვეჭად; მას სიგლახაკე და იწროება შეურაცხიეს ნეტარებად, ხოლო ამას განცხრომა და პატივი ცხოვრებად. უპოვარი არა იბრძვის ნივთთათვის, უკეთუ ყოველი ცხოვრება მოუღო მას; ხოლო ანგარი ერთისა ნემსისათვისაც იბრძვის. უპოვარი სიგლახაკითა მისითა იუნჯებს ცათა შინა დიდსა დიდებასა, ხოლო ანგარი შეკრებითა მისითა განვარდნილი არს სასუფევლისაგან. ლოცვა უპოვარისა არს სიყვარული მეუფისა, ხოლო ლოცვა ანგარისა არს სიყვარული ვერცხლისა. გული უპოვარისა მდიდარ არს ღვთისათანა ყოფითა, ხოლო გული ანგარისა ღარიბ არს გაუმაძღრობითა.
სული უპოვარისა ცად ჰფრინავს სიმსუბუქითა, ხოლო სული ანგარისა დაგესლებულ არს მძიმე სენითა.
სული უპოვარისა ცად ჰფრინავს სიმსუბუქითა, ხოლო სული ანგარისა დაგესლებულ არს მძიმე სენითა.
|