თემა: ანგელოზი

კრებულნი უწმიდესი სულებისა შექმნილნი არიან, არა ბრძოლისა და ძლევისათვის, არამედ ღვთის სადიდებლად,

კრებულნი უწმიდესი სულებისა შექმნილნი არიან, არა ბრძოლისა და ძლევისათვის, არამედ ღვთის სადიდებლად, მშვიდობისა და ნეტარებისათვის. ასე იყო დასაწყისში; ასევე იქნებოდა ყოველთვის, რომ ერთს პირველ ანგელოზთაგანს, სახელად ლიუციფერს, ბოროტება არ გამოეჩინა და ზეციური სამართლე არ აღეშფოთებინა. არ ვიცით, როგორ მივიდა იგი ამ უგუნურებამდე, რომ ყოვლად უზენაესი ძალის წინააღმდეგ გალაშქრება განიზრახა? მაგრამ გაილაშქრა! ყოვლის შემძლებელი შემოქმედისათვის არ იყო და არც შეიძლება, რომ ყოფილიყო საშიშროება ამის გამო, მაგრამ სულიერი სამყარო შეიძრა და გადამწყვეტ წუთებში, როდესაც მთელ ზეცას მოელოდა საშიშროება ჯოჯოხეთში ჩაცვენის თვით ანგელოზთა შორის იჩინა თავი მებრძოლი - მიქაელ მთავარანგელოზის სახით წინააღმდეგობამ, რომელმაც თავს იდვა ღვთის დიდების და ანგელოსთა სამყაროს პატივის დაცვა. "ვინ არის რამე თუ არა ღმერთი?!" შესძახა მან თავის მოძმეთ და ყველანი ერთად ეკვეთნენ უგუნურ აღმაშფოთებელს და მის მომხრეებს. ერთბაშად, რასაკვირველია, გამარჯვება არ მომხდარა, რადგან ლიუციფერი დიდი ძლევამოსილი, ერთი მთავარანგელოსთაგანი იყო. მაგრამ ბოლოს მაინც სიკეთემ სძლია ბოროთ ძალას, და იგი მისი მომხრეებით ზეციდან იქნა ჩამოგდებული; მიქაელ მთავარანგელოსი კი მისი მომხრე ანგელოსთა კრებულით ზეციური მეუფის სამუდამო ძლევამოსილი მსახური დარჩა. იმ დროიდან მოკიდებული (ეს იყო ადამიანის გაჩენამდე, და ალბათ კიდევ უფრო ადრე ხილული ქვეყნის შექმნამდე) მთავარანგელოსის ხელში ხმალია, და ფეხ-ქვეშ დრაკონი.
 
თემატური კითხვები
0