
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
მრავალსიტყვაობა სულიერი ძალების უაზრო ფლანგვაა. მრავალმეტყველი ადამიანის ლოცვა უღონო, დაფანტული,
მრავალსიტყვაობა სულიერი ძალების უაზრო ფლანგვაა. მრავალმეტყველი ადამიანის ლოცვა უღონო, დაფანტული, მშრალი, მჭკნარი მცენარის მსგავსი ხდება. მრავალმეტყველი ღრმა აზროვნების უნარს კარგავს. არ შეუძლია თავისი აზრის შეჩერება და კონცენტრირება ყურადღება მისაქცევ საკითხებზე. იგი ემსგავსება ღორმუცელას, რომელიც საჭმელს დაუღეჭავად ყლაპავს, ზანზალაკივით წკარუნობს, რადგან შიგნიდან ცარიელია, ან სახედრის ტყავგადაკრულ დოლს ჰგავს, რომელიც ბრახაბრუხით ყველაფერს აყრუებს. ჭეშმარიტად - „სიტყვები განაბნევენ, მდუმარება კრებს. მრავალსიტყვაობის ბოლო სულის დაცარიელება და მადლის დაკარგვაა.
|