ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
ანგელოზი
მთავარანგელოსი მიქაელის მებრძოლი მსახურები ეკლესიისადმი არ დამთავრებულა ძველი აღთქმის ეკლესიით,
მთავარანგელოსი მიქაელის მებრძოლი მსახურები ეკლესიისადმი არ დამთავრებულა ძველი აღთქმის ეკლესიით, რადგან ეშმაკი მისი ანგელოსებით ისევ განაგრძობს დაწყებულ ბრძოლას, ლამობს, რათა ძალით, ან მოხერხებით კვლავ ხელში აიღოს ძალა-უფლება (გამოცხ. 12,8). ამიტომ მიქაელი ისევ ისე არის მთავარანგელოსი ახალი აღთქმის ეკლესიისათვის, როგორც ძველი აღთქმის მთავარანგელოსი იყო.
მაშ ასე, საყვარელნო, გასაგებია, ვფიქრობთ, თუ რისთვის ასე მებრძოლი სახის გამომეტყველებით გამოიხატება ისეთი კეთილმოქმედი არესება, როგორიც დღეს სავედრებელი მიქაელ მთავარანგელოსი არის. მისმა ეშმაკთან ბრძოლის ამბავმა უკანასკნელად ჩვენ უნდა მოგვაგონოს ის სინამდვილე, რომ ასეთი ბრძოლა არ არის მართო ღია საქმის ბრძოლა, ის უხილავადაც წარმოებს ჩვენში, ყოველი ჩვენი ანგელოსი მუდმივი მისი მდევნელია. შინაგანი გველი არის ბოროტებისაკენ მიმართული ჩვენი სულიერი მიდრეკილება, ის განმხრწნელი ნდობა, რომელსაც მოც. იაკობის სიტყვით: - "ნუ თანახატექმნებით", "პირველ უმეცრებისა თქვენისა მათ გულისთქმათა" (იაკ. 1,14). შინაგანი მთავარანგელოსი კი, - ეს ჩვენი სინდისია, რომელიც იმდენად ხელმძღანელობს ღვთის სიტყვითა და მადლით, რომ განუწყვეტით ჩაგვძახის გულისყურში: ვინ არის რამეთუ ღმერთი და მისი წმიდა კანონი?
აი, ნუ ვიქნებით, ქრისტეანენო, მფარველნი და მასაზრდოებელნი ამ შინაგანი გველისა ჩვენში. მივსცეთ ჩვენს მთავარანგელოსს შესაძლებლობა მისი ჩახშობისა დასაწყისისთანავე მისი გამოჩენისა. ამინ.

|