თემა: აღდგომა

ადამიანის მომავალი სიცოცხლის დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითები თვით უტყვი ბუნებიდან.

ადამიანის მომავალი სიცოცხლის დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითები თვით უტყვი ბუნებიდან. მთელ დუნიაზე ისეთ საგანს, გინდა მოვლენას ვერ შეხვდებით, რომ იგი ისპობოდეს. სამარადისოდ ჰქრებოდეს, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს იგი. არ არის წარსული, რომელიც არ ამზადებდეს მომავალს; არ არის ბოლო რომელსაც არ მიყავდეს ახალ საწყისამდე; ყოველი განსაკუთრებული ცოცხალი არსება, მის ჩვეულ კუბოში ჩასვლის, გინათუ სიკვდილის შემდეგ, იქიდან ამოდის სრულიად განახლებული. ამიტომ ხმობს ფსალმუნთმეტყველი დავითი; "რამეთუ განდიდნენ საქმენი შენნი უფალო, ყოველივე სიბრძნით ჰქმენ". მზე ჩადის, რათა კვლავ ამოვიდეს; ვარსკვლავები დილით სინათლეს ჰკარგავენ, ერთგვარად კვდებიან ქვეყნიური მაყურებლისათვის, საღამოს კი სინათლით ივსებიან, ანუ ცოცხლდებიან; დრო თავდება და იწყება; მდინარე ზღვაში ინთქმება, და წყაროისაგან წარმოიშობა; მცენარეული სამყარო შემოდგომაზე კვდება, გაზაფხულზე კვლავ ცოცხლდება. თესლი მიწაში იმარხება, ლპება, იქიდან შემდეგ ბალახი ან ხე აღმოცენდება; ჭია კვდება, ფრთოსან პეპლად ჩნდება; ფრინველის სიცოცხლე უსულო კვერცხში იმარხება, იქიდან კვლავ ცოცხალი ფრინველი წარმოიშოიშობა და ა.შ. აქიდან დასკვნა ჩვენთვის ერთია. თუ ყოველი ქვეყნიური ქმნილება ერთგვარ სიკვდილს განიცდის, რომ კვლავ ახალი სიცოცხლისათვის წარმოიშვას, მაშინ ადამიანი, - ეს ცისა და ქვეყნის სარკე და გვირგვინი, სიკვდილის შემდეგ, რატომღა უნდა დაიშალოს და გაქრეს? ნუთუ იგი ჭიაზე უიმედოა, და მდოგვის მარცვალზე უმცირესი? ყოველი ქვეყნიური ცოცხლალი არსება, გარდა ადამიანისა, ბუნებრივი ჩაგონებით, მარტო ამქვეყნიურზე ზრუნავს, სანამ მასში არ ამოძრავდება მომავალი სიცოცხლის გრძნობა, როგორც, მაგალითად, ჭიაში, რომელიც აწყობს თავის თავს აბრეშუმის პარკში, ან ობობა ქსელის კუბოს იმ იმედით, რომ პეპლად გამოვიდეს, ახალი მსუბუქი ცხოვრებისათვის. მაშ, რატომ ხდება, რომ ადამიანი, ივიწყებს რა საკუთარ მომავალ სიცოცხლეს, მაინც ბევრსა ზრუნავს და მუშაობს მომავლისათვის, ჩამომავლობაში უკვდავსაყოფად, განა ასეთი მისი მისწრაფება არ არის ჭეშმარიტი უკვდავების ფესვიდან ამონაზარდი?
 
0