ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
აღდგომა
ბრწიყვალე ქრისტეს აღდგომა ყოველ ქრისტეანში, მორწმუნეში და სარწმუნოებას მოკლებულში ერთნაირად იწვევს
ბრწიყვალე ქრისტეს აღდგომა ყოველ ქრისტეანში, მორწმუნეში და სარწმუნოებას მოკლებულში ერთნაირად იწვევს განსაკუთრებულ სიამოვნებას, მხიარულების და კმაყოფილების გრძნობას. რით აიხსება ასეთი მოვლენა? რასაკვირველია, არა წითელი კვერცხის შეღებვით, რომელიც მხოლოდ ბავშვებს უხარებს სულსა და გულს, არამედ მიზეზი ასეთი მოვლენისა იმ ღრმა საფუძვლიან აზრში იმარხება, რომ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა უტყუარი თავდებია ყველა ადამიანის მკვდრეთით აღდგომისა, რომელმაც ქრისტეს მიერ ნათელიღო და ქრისტე შეიმოსა. ჭეშმარიტება ადამიანის სულის უკვდავებაზე და კაცობრიული სხეულის მომავალ აღდგომაზე არ ჩამქრალა; არც ჩაქრება ის ჭეშმარიტება, რომ ახლანდელი ცხოვრების შემდეგ ადამიანისათვის ახალი (მომავალი) ცხოვრება იწყება. თუ ძველი და ახალი დროის სადუკეველები ცდილობენ, რომ უარყონ ეს ჭეშმარიტება, ეს იმიტომ, რომ ის ხელს უშლის მათ სადუკეველებად დარჩენას, რათა დაკბნენ კრთად ერთი ხორციელი სიამოვნებით. ვინაიდან იდეა უკვდავებისა მოითხოვს იშვიათ თავდაჭერილობას, კანონზომიერ ცხოვრებას მომავალი უკვდავი სიცოცხლის უზრუნველსაყოფად.
|