პაისი მთაწმინდელი
თემა: წყევლა

ის, ვისკენაც წყევლაა მიმართული, ამ ცხოვრებაში იტანჯება, თუმცა იგი, ვისგანაც წყევლა გამოდის,

ის, ვისკენაც წყევლაა მიმართული, ამ ცხოვრებაში იტანჯება, თუმცა იგი, ვისგანაც წყევლა გამოდის, ამქვეყნადაც იტანჯება და იმ ქვეყანაშიც დაიტანჯება. რადგანაც, თუ ის არ შეინანებს და აღსარებას არ იტყვის, იქ დაისჯება ღვთისაგან, როგორც ავაზაკი. შეიძლება ვიღაცამ მართლაც გაგანაწყენა, მაგრამ, როდესაც შენს შეურაცხმყოფელს წყევლი, ეს იგივეა თოფი აიღო და მოკლა იგი. რა უფლებით აკეთებ ამას? რაც არ უნდა დაგიშავოს მან, მისი მოკვლის ნება მაინც არა გაქვს. როცა ადამიანი ვინმეს წყევლის, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ბოროტება არსებობს. ადამიანი სხვას მაშინ წყევლის, როცა მთელი არსებით სურს მისთვის ბოროტება.
 
0