ავტორი:
სულიერი მარგალიტი
გზაშეცთომილისთვის ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზის ჩვენება ყოველ პატიოსანსა და კეთილ ქრისტიანს ძალუძს.
გზაშეცთომილისთვის ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზის ჩვენება ყოველ პატიოსანსა და კეთილ ქრისტიანს ძალუძს. ცხონების საშუალებები ისეთივე აურაცხელია, როგორც შემთხვევები დაცემისა. აქ საჭიროა გზაშეცთომილსა თუ უბედურს სუფთა გული ვაჩვენოთ და უანგარო დამოკიდებულება. სიამაყით, გახმაურებით ნუ გაუკეთებ გაჭირვებულს შენს დახმარებას და იგი ადრე თუ გვიან დაგიმეგობრდება. თავდაპირველად ბეღურასავით გაუბედავი იქნება, კაკანათის რომ ეშინია, ხოლო შემდეგ კი, შენთან ერთად შეუშინდება ღმერთს, ისაუბრებს ღმერთზე, მარადისობაზე, მისთვის სამზადისზე.
|