
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
ეშმაკური ხიბლის ყოველი სახეობა იქიდან წარმოიშობა, რომ ლოცვების საფუძველში სინანული არ დევს, სინანული
ეშმაკური ხიბლის ყოველი სახეობა იქიდან წარმოიშობა, რომ ლოცვების საფუძველში სინანული არ დევს, სინანული არ ხდება ლოცვის წყარო, სული და მიზანი. აი, სინანული და ყველაფერი ის, რისგანაც ის შედგება: ჭმუნვა, ანუ სულის დამდაბლება, გულის ტირილი, ცრემლები, თვითგანსჯა, სიკვდილის მუდმივი ხსოვნა და შეგრძნება, აგრეთვე ხსოვნა ღვთის სამსჯავროსი და მუდმივი ტანჯვისა, ღვთის არსებობის შეგრძნება; ღვთის შიში ღვთის წყალობის საწინდარია, უზენაესი და სამუდამო ძღვენის საფუძველიცაა. სინანული, სულის წუხილი, ცრემლები ეს ნიშნებია, დასტურია ლოცვით თავდადების მართებულობისა; მათი არარსებობა კი მცდარი მიმართულებისაკენ გადახრას ნიშნავს.
|