რას აღნიშნავს სამი ასო, რომლებიც მაცხოვრის ხატზე გამოისახება, კერძოდ შარავანდედზე მისი თავის
რას აღნიშნავს სამი ასო, რომლებიც მაცხოვრის ხატზე გამოისახება, კერძოდ შარავანდედზე მისი თავის ირგვლივ. ეს გახლავთ სამი ბერძნული ასო - O ???? N.
ეს ბერძნული ასოები აღნიშნავენ „არსებულს“ ანუ „მყოფს“, ითარგმნება: „ის, რომელიც არის“. ასე ვკითხულობთ ძველ აღთქმაშიც: „და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ, რომელი ვარ, და თქუა: ესრეთ არქუ ძეთა ისრაელისათა, რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა“ (გამოს. 3, 14). იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში უფლის სახელის შესახებ შემდეგს ვკითხულობთ: „იოანე შვიდთა ეკლესიათა ასიაისათა. მადლი თუენდა და მშვიდობაი ღმრთისაგან, რომელი არს“. ამ სიტყვით ანუ - „არსებულით“, „მარადის მყოფით“ - გამოხატულია ღვთაებრივი ბუნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მარადიული მამისაგან, მარადიული ძე; ნათელია მამა, ნათელია ძეც. მამა ღმერთი და ძეც - ღმერთი.
|
|