არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა: ხატი

უძველესი სასწაულმოქმედი ხატი ერთდროულად ახლოს და შორსაა ცოდვილისაგან, აქ არის სულიერი სიყვარულის

უძველესი სასწაულმოქმედი ხატი ერთდროულად ახლოს და შორსაა ცოდვილისაგან, აქ არის სულიერი სიყვარულის სიახლოვე, სიყვარულისა ადამიანისადმი, როგორც ღვთის ხატისადმი და ამავე დროს დიდი მანძილი, დისტანცია, რომელიც ცოდვილს სიწმინდისაგან ყოფს. ადამიანი გრძნობს, რამდენად ახლოა ღმერთი მასთან და თავად რამდენად შორსაა ღმერთისგან. სიწმინდის ერთ-ერთი თვისებაა ცოდვის მიმართ სიძულვილი, სიწმინდეს არ შეუძლია შეუერთდეს სიბილწესა და უწმინდურობას, მზის სხივები ჭაობის ზედაპირზე ეცემა, მაგრამ ამით ტალახი სინათლედ არ გადაიქცევა. ხატი - ეს შორიდან მომდინარე ნათელია, ხატში სიწმინდესა და ცოდვას შორის დისტანციის უქონლობა მას მშვენიერი ადამიანური გრძნობების სფერომდე დაიყვანს და ცოდვილის დამახინჯებული შეგნება ცრუ თვითდამშვიდებასთან მიჰყავს.
 
0