არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა: ხატი

უძველეს ხატებზე სახეების მზერა ამაქვეყნიდან განდგომილი გვეჩვენება. ის არა მლოცველისადმი, არამედ

უძველეს ხატებზე სახეების მზერა ამაქვეყნიდან განდგომილი გვეჩვენება. ის არა მლოცველისადმი, არამედ თითქოსდა მის თავზემოთ არის მიმართული, უფრო ზუსტად, მსჭვალავს მას (ასევე სხივიც მინის გავლით შორს მიემართება), ის ადამიანს მარადისობის ფონზე ჭვრეტს, მიწიერ და სულიერ სამყაროთა ურთიერთგადამკვეთ სფეროებში; ის ადამიანის გულში იმას ხედავს, რასაც ვერ ხედავს თვითონ ადამიანი, ხშირად კი ეშინია დანახვა. დემონებს აშინებთ უძველესი ხატების სახეები, მათ წინაშე ბორგავენ და ყვირიან შეპყრობილნი, ისინი, ვისაც ჩვეულებრივ სულით ავადმყოფებს უწოდებენ. უძველესი ხატი უხილავი, ღვთაებრივი მადლის ალით მოსილი გეჩვენება.
 
0