ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
აღდგომა
იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამდის, ადამიანებს არ ჰქონიათ მშვიდობა არც ღმერთთან, არც მოყვასთან, არც
იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამდის, ადამიანებს არ ჰქონიათ მშვიდობა არც ღმერთთან, არც მოყვასთან, არც თავის თავთან. თუმცა ქრისტეს შობით დაიწყო ჩვენს მიერ შეურაცხყოფილი ღვთის მართლმსაჯულებასთან შერიგება, გაგრძელდა შემდეგ ღმერთ-კაცის ანუ ქრისტეს ქვეყნად მოსვლით, და დასრულდა ჯვარცმული მისი სიკვდილით. მაგრამ ჩვენთვის მომკვდარი ქრისტე რომ მკვდრეთით არ აღმდგარიყო, არავის ჩვენთაგანს არ შეეძლო ღმერთთან ნამდვილი კავშირის გაბმა, ვინაიდან ადამიანის ღმერთთან შერიგება სწორედ მაცხოვრის აღდგომით და მისი ათვისებით მოგვეცა ჩვენ.
მაშ გიხაროდეს, ქრისტეანო, უფლისა თვისისა აღდგომა! რადგან მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტესით, მასში რწმენით, როგორც მოციქული გვასწავლის, ჩვენ ახლა მოგველის ღმერთთან მშვიდობა.
აღდგომილმა უფალმა ჩვენ მშვიდობა მოგვანიჭა მოყვასთანაც. ადამიანის ღმერთთან შეერთებამდის არ იყო მათ შორის საერთაშორისო წრფელი მშვიდობა. ეს იმიტომ, რომ რამდენად ადამიანი დაშორებულია ღვთისაგან, და ღვთისადმი მისი სიყვარული სუსტია, იმდენად შორდება ადამიანი ღმერთს მისი სულიერი განწყობილებით, სხვა ადამიანებსაც, და მასში იღვიძებს და ვითარდება მეთავისეობა (ეგოისტური გრძნობა) მოყვასებიდან ჩვენი გამთიშველი. ამიტომ პასექის დღესასწაული, უმთავრესად მშვიდობისა და ქრისტიანული სიყვარულის დღესასწაულია ჩვენთვის.

|