ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
აღდგომა
მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა ადამიანს თავისი თავის მშვიდობაც მიანიჭა. ადამიანისათვის დიდი უბედურებაა,
მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა ადამიანს თავისი თავის მშვიდობაც მიანიჭა. ადამიანისათვის დიდი უბედურებაა, როდესაც ის თავის თავს ვერ ურიგდება, როდესაც მას არ აქვს სულიერი სიმშვიდე, განუწყვეტლივ სინდისის ქენჯნას განიცდის. მაგრამ ეს უბედურება აქამდის ყველას საერთო ხვედრი იქნებოდა, თუ რომ აღდგომილ ქრისტეში რწმენით, მისი მხსნელი დამსახურების ათვისებით, არ მიგვეღო სინდისის კმაყოფილება. ჩვენში, ჩვენს სულიერ მდგომარეობაში ბრძოლას და შეძრწუნებას ცოდვა იწვევს. "არა არს მშვიდობა ძვალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთასა" (ფს. 37,3), გოდებს წინასწარმეტყველი დავითი. მაგრამ ახლა აღდგომილ ქრისტეს მიერ ცოდვის სამეფო დაემხო, და თუ ვინმე შეცოდავს, მას ღმერთთან ჭეშმარიტი შუამდგომელი ყავს იესო ქრისტეს სახით. ამრიგად, საყვარელნო, ვილოცოთ ღმერთი, რათა აღდგომილმა უფალმა იესო ქრისტემ სამარადისოდ დაგვიმკვიდროს მის მორწმუნეთ და განამტკიცოს ჩვენს გულში, მისი აღდგომით მონიჭებული მშვიდობა ღმერთთან, მოყვასთან და თავის თავთან. ამინ.
|