
ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წყარო:
სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II [გვ. 116]
569. ერთხელ ისე მოხდა, რომ იმავე ბერმა აბბას რაღაც საქმე დაუდგინა. აბბას კი, მცირედი მანძილის გავლის
569. ერთხელ ისე მოხდა, რომ იმავე ბერმა აბბას რაღაც საქმე დაუდგინა. აბბას კი, მცირედი მანძილის გავლის შემდეგ, ნათქვამი დაავიწყდა; როდესაც კვლავ მივიდა მასთან, ბერმა, სანამ გაისტუმრებდა, უთხრა: „თუ გაიხსენებ, გააკეთე ის, რაც გითხარი“. დავიწყების გამო შეწუხებულმა აბბამ შენდობა ითხოვა ბერისაგან; მაგრამ როცა წავიდა, ისევ დაავიწყდა. რამდენიმე დღის შემდეგ, კვლავ მივიდა ბერთან, და ისევე, როგორც ადრე, წასვლისას, ბერმა მშვიდად შეახსენა საქმის შესახებ. როდესაც აბბა საკუთარ თავზე ძლიერ განაწყენდა, ბერმა უთხრა: „ნუ წუხხარ, მაგრამ როცა გაგახსენდება, მაშინ გააკეთე“. რადგანაც ეს მრავალჯერ მეორდებოდა, აბბამ ამის თაობაზე დიდ ბერს სთხოვა, აეხსნა მისთვის, თუ რას ნიშნავდა ეს. ბერმა უთხრა: „ეს ღვთის დაშვებით შეგემთხვა, რომ შენ ბერის მოთმინება და სულგრძელება დაინახო და მას მიბაძო“.
|