image

თემა: ღვთის გულმოწყალება,  ღვთის წყალობა

604. მეუფეო! შენ შენი აღსასრული გვიწინასწარმეტყველე (იხ. პას. 221), და მე შიში და ნაღველი მიპყრობს, რამეთუ შესაძლოა ღმერთმა ჩემი უღირსების გამო მიგვატოვოს. ამიტომ გთხოვ, მომეცი სიტყვა, რომ როგორც ეხლა თქვენს სიცოცხლეში გვაქვს შეწევნა, ასევე მივიღებთ მას თქვენი გასვლის შემდეგ და ღმერთი თავის წყალობით, ყველაფერში დაგვეხმარება.
ღმერთმა ერთხელ თქვა: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ“ (ებრ. 13, 5), და ჩვენ გვრწამს ღმრთისა, რომ ის იმაზე მეტს აღასრულებს, ვიდრე ჩვენი ყოფნის დროს ასრულებდა. მიუხედავად იმისა, მეტყვი თუ არა ამას, ღმერთი იმაზე მეტად დაგეხმარებათ, ვიდრე შენ ეძებ, როგორც მოციქულმა თქვა: „რაიმცა-იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით“ (რომ. 8, 26). უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელიც მამის ტახტიდან ჩვენს საცხოვნებლად გარდამოვიდა, დაე გვაცხოვნოს, დაე შეგვეწიოს და დაე თქვენი თანადგომით და წმინდანთა ლოცვებით ბოროტისაგან დაგვიფაროს, ამინ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები