649. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც ავად იყო და ძლიერი ციებ-ცხელება ტანჯავდა, დიდ ბერს სთხოვა
649. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც ავად იყო და ძლიერი ციებ-ცხელება ტანჯავდა, დიდ ბერს სთხოვა ელოცა მისთვის, რათა ავადმყოფობა შემსუბუქებოდა; რადგან ის ავადმყოფობით გამოწვეულ მაღალ სიცხეს ვერ უძლებდა; ამიტომ ამ ბერს წყალი გაუგზავნა, რომ მისი ნაკურთხი წყალი დაელია. ბერმა ილოცა მისთვის და როდესაც მან ნაკურთხი წყალი დალია, მაღალი სიცხე მაშინვე დაუცხრა და ავადმყოფობამ გაუარა. გაკვირვებულმა ძმამ ღმერთი ადიდა და ზოგიერთებს უამბო, თუ რა აღასრულა მასზე ღმერთმა, აგრეთვე, ის ქველმოქმედებაც აუწყა, რომელიც მისთვის წმინდა ბერმა გამოიჩინა. მაგრამ მეორე დღესვე მას ცხელება უფრო დიდი ძალით დაუბრუნდა, და მან კვლავ გაუგზავნა წერილი ბერს და შეწყალება ითხოვა. ბერმა კი უპასუხა:
სრულყოფილად განიკურნა რა წმინდა ბერის ლოცვით, იმ ძმას სხვებთან უკვე არა მარტო ამ სასწაულზე, არამედ ბერის იმ ქველ საქმეებზე საუბრისაც კი ეშინოდა, რომლებიც მან იცოდა.
|
|