ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
აღდგომა
ქრისტე აღსდგა!.. აღსდგა ჯვარცმული იგი ღმერთი, რომელმაც ჰსთქვა: ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის
ქრისტე აღსდგა!.. აღსდგა ჯვარცმული იგი ღმერთი, რომელმაც ჰსთქვა: "ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა".
აღსდგა იგი ღმერთი, რომელმაც გვიანდერძა ჩვენ ურთიერთის სიყვარული და გვითხრა: "ამას გეტყოდი თქვენ, რათა სიხარული ჩემი თქვენთანა ეგოს და სიხარული თქვენი სავსებით იყოს. რამეთუ ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა მე შეგფიყვარენ თქვენ".
აღსდგა იგი დევნული, ტანჯული, ვნებული ღმერთი, რომელმან ხსნად ჩვენდა გვითხრა ჩვენ: "უფროსი ამისა სიყვარული არვის აქვს, რათა სული თვისი დაჰსდვას მეგობართა თვისთათვის".
აღსდგა იგი, მეუფეთა-მეუფე, რომელმანც აღადგინა ღირსება ადამიანისა და ჰრქვა მონებით შეგინებულს ქვეყნიერობას: "არღა გეტყვით თქვენ მონად, რამეთუ რამეთუ მონამან არა იცის, რასა იქმნ უფალი მისი; ხოლო თქვენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქვენ".
აღსდგა იგი ნუგეშმცემელი ღმერთი, რომელმან ჰსცა ნუგეში სასოწარკვეთილს კაცობრიობას ამ სიტყვით: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელი".
აღსდგა იგი ყოველთა შემწყნარებელი ღმერთი, რომელმანც უბრძანა ჩაგრულთა, სოფლისაგან ძლეილთა და დევნულთა: "მოვედინ ჩემთან, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენოთ თქვენ".
აღსდგა იგი ღმერთი მადლისა, სიყვარულისა და გაჭირვებულთა განკითხვისა, რომელმანც შიმშილი, წყურვილი, სიშიშვლე, სნეულ-ყოფა, პყრობილება თვითოეულის ადამიანისა თავის საკუთარ შიმშილად, წყურვილად, სიშიშვლედ, სნეულ-ყოფად, პყრობილებად მიითვალა და ჰრქვა წყალობით განმკითხველს ადამიანს: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისათ, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასვუთ მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე, სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე, საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა... ამინ გეტყვით თქვენ: რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ!"
აღსდგა იგი სიკვდილით სიკვდილის დამთრგუნველი ღმერთი, რომელმანც, რა მოაწია ჟამი მისის ვნებისა, აღიხილნა თვალნი თვისნი ზეცად და სთქვა: "მამაო, მოიწია ჟამი ჩემი! ადიდე ძე შენი, რათა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. მე გადიდე შენ ქვეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რათა ვჰყო. წმინდა ჰყვენ ესე ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყვა შენი ჭეშმარით არს; რათა ყოველნი ერთ-იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამი. მე დიდებაი, რომელიც მომეც მე, მივაც მათ, რათა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩვენ ერთ ვართ, მე მათ შორის და შენთანა; რათა იყვნენ სრულ ერთობითა და რათა უწყოდეს სოფელმან, რამეთუ შენ მე მომავლინე, და შეიყვარენ იგინი, ვითარცა მე შემიყვარე".
აღსდგა იგი კაცთა-მხსნელი ღმერთი, რომელიც მის მიერ ხსნილთა კაცთავე "განჰსძარცვეს და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს; შეჰსთხზეს გვირგვინი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯვენასა ხელსა მისსა და მუხლნი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს; გიხაროდენ, მეუფეო ურიათაო! და ჰნერწყვიდენ მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა".
აღსდგა იგი ჯვარცმული კაცთაგან კაცთმოყვარე ღმერთი, ღმერთი ყოვლადმხსნელი სიყვარულისა, შენდობისა და მიტევებისა, რომელიც ნამეტნაობისაგან მოწყალებისა, სიბრალულისა და შეწყნარებისა იტყოდა მტერთათვის: "მიუტევე, მამაო, რამეთუ არ იციან რას იქმან".
"და აჰა ძვრა იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისა გარდმოჰხდა ზეცით" და აღსდგა ქრისტე მაცხოვარი ჩვენი!..
აღსდგა იგი ღმერთი მკვდრეთით, რომელმანცა სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და განახლებულს კაცობრიობას ახალი ცხოვრება მიანიჭა.
ქრისტე აღსდგა!..

|