თემა: მრუშობა, სინანული
ნეტარი ტაისია.
ტაისია ქრისტიანი იყო. იგი ნაადრევად დაობლდა და გადაწყვიტა, ცხოვრება კეთილი საქმეებისთვის დაეთმო, მოგზაურთათვის სასტუმრო ააშენა და მგზავრებს შეეწეოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში გაღარიბდა, თან ცოდვილმა ხალხმა გარყვნა და მან აღვირახსნილი ცხოვრება დაიწყო.
მის შესახებ მონასტერში წმიდა მამებს ესმათ და ძლიერ დამწუხრდნენ, იოანეს თავისთან მოუხმეს და ყოველივე უამბეს.
-ტაისია სინანულში მოიყვანე, - ეუბნებოდნენ ისინი, - ჩვენ კი მისთვის ვილოცებთ!
იოანე ქალაქში წავიდა. ტაისიას სასტუმროს კარს მიადგა და შეაღო იგი. მეკარემ ქალბატონს ბერის მოსვლა მოახსენა. ის დარწმუნებული იყო, რომ ტაისია მის გაგდებას ბრძანებდა, მაგრამ ქალმა უთხრა:
-ბერები, რომლებიც შავ ზღვასთან ცხოვრობენ, ზოგჯერ ძვირფას ქვებს პოულობენ; მაშ, მოიყვანე იგი ჩემთან!
იოანე ტაისიასთან შევიდა, თვალებში ჩახედა, მძიმედ ამოიოხრა და მწარედ ატირდა.
რატომ ტირი? - შეეკითხა ბერს ტაისია.
-რა არ გესათნოვა ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, უკვდავ სიძეში, რომ მისი სავანე არ იკადრე და უსჯულო საქმეებს შეუდექი? - უპასუხა იოანემ.
ბერის სიტყვები ტაისიას გაყინულ გულს ცეცხლოვანი მახვილივით ჩაესო და სინანულის ცეცხლით აავსო. ის მიხვდა, რომ გარყვნილების ჭაობში იხრჩობოდა და თავისი წარსული ცხოვრება შეიძულა.
-არსებობს კი ცოდვილთათვის სინანული? - იკითხა მან.
-არსებობს, - უპასუხა ბერმა, - და მაცხოვარიც დიდი ხანია გელოდება.მე დაგიდგები თავდებად უფლის წინაშე, თუკი ჭეშმარიტ სინანულს აჩვენებ და საქმითაც დაამტკიცებ. ჩვენი უფალი კვლავ შეგიყვარებს; მიგიღებს, როგორც თავის სასძლოს, ზეციურ სასუფეველში შეგიყვანს და ანგელოზებიც ჩვენთან ერთად შენს დაბრუნებას იზეიმებენ.
-იყოს ნება ღვთისა! - თქვა ტაისიამ, - აქედან წამიყვანე და სინანულისთვის იქ მიმიყვანე, სადაც უმჯობესი იქნება.
ტაისიამ უსიტყვოდ მიატოვა სახლ-კარი, მსახურები და ბერს გაჰყვა.
იოანე განცვიფრებული იყო მისი უეცარი ფერიცვალებით და უფალს ადიდებდა.
ბერი უდაბნოში მიდიოდა და თავდახრილი ტაისიაც შორიახლოს მიჰყვებოდა. როდესაც დაღამდა, იოანემ ქვიშისგან პატარა სასთუმალი დააგო, ტაისია დალოცა, რომ დაეძინა; თვითონ კი შორიახლოს გავიდა, ჩვეული კანონი შეასრულა და მანაც ქვიშაზე დაიძინა.
ბერს შუაღამისას გამოეღვიძა და იხილა ზეციდან მომავალი ნათელი, რომელიც სვეტის სახით მძინარე ტაისიამდე ეშვებოდა. შემდეგ იხილა უფლის ანგელოზები, რომლებიც გალობით მიაბრძანებდნენ ტაისიას სულს ზეცისკენ. როდესაც ხილვა დასრულდა, იოანე ტაისიასთან მივიდა და ნახა, რომ მომკვდარიყო. ბერი შიშითა და კრძალვით დაემხო უფლის წინაშე, ზეციდან კი მოესმა ხმა:
-ერთ საათში აღსრულებული მისი სინანული უფრო სათნო იყო უფლისთვის, ვიდრე მათი, რომლებიც დიდხანს გლოვობენ თავიანთ ცოდვებს