თემა: განკითხვა
"არა განიკითხო..."
ერთხელ, როცა აბბა არსენი ავად გახდა, მასთან პრესვიტერი მივიდა და ტაძრის საავადმყოფოში გადაიყვანა, თავქვეშ კი პატარა ბალიში დაუდო. ერთმა ბერმა აბბა არსენს სანახავად მიაკითხა და დაინახა, რომ ის საწოლში, ბალიშზე თავმიდებული იწვა. ამ ამბავმა იგი აცდუნა და თქვა:
-აი, როგორი ყოფილა არსენი, მოსვენებაში იმყოფება!
პრესვიტერმა განზე გაიხმო ბერი და ჰკითხა:
-რას საქმიანობდი, სანამ ერში ცხოვრობდი?
-მძიმე შრომით გამქონდა თავი, - მიუგო ბერმა.
-ახლა კი როგორ ცხოვრობ შენს სენაკში? - კვლავ ჰკითხა პრესვიტერმა.
-აქ გაცილებით მშვიდი ცხოვრება მაქვს.
მაშინ პრესვიტერმა უთხრა:
ხომ ხედავ აბბა არსენს; ერში იგი იყო მამა მეფეთა, ოქრო-ვერცხლით შემკული და აბრეშუმით შემოსილი ათასი მსახური თავდადრეკილი იდგა მის წინაშე, ფეხთაქვეშ კი ძვირფასი ხალიჩები ეგო. შენ ერში იმდენი ნუგეში არც კი გქონია, რაც ამჟამად გაქვს; ეს კი - ამგვარი სიმდიდრის მფლობელი, ახლა არაფრის მქონეა. ამგვარად, შენ თუ შვებაში ხარ, ის პირიქით - შეჭირვებულია.
ამის გაგონებამ ბერის გული შემუსრა, თაყვანი სცა და უთხრა:
-მომიტევე, აბბა, შევცოდე; სრული სიმართლეა, რომ აბბა არსენი დამდაბლებულია, ხოლო მე ვიშვებ.
ამგვარად სულიერად გაძლიერებული განეშორა მათ