თემა: მადლიერება,  სიკეთე


ბარბაროსთა მადლიერება.

უდაბნოში ცხოვრებისას ღირსმა საბა განწმენდილმა შიმშილისგან დაუძლურებული ოთხი სარკინოზი დაინახა. მან იცოდა, რომ ეს ბარბაროსები მუდამ შეურაცხყოფას აყენებდნენ ბერებს, მაგრამ მაინც შეებრალა მათი მდგომარეობის გამო, მიუახლოვდა, დაჯდომა უბრძანა, თავისი უკანასკნელი საკვები მისცა და ძმებივით გაუმასპინძლდა. სარკინოზები დანაყრდნენ, მოძლიერდნენ და მადლიერნი წავიდნენ. საბას გასაოცრად, მათ უდიდესი ყურადღებით დაათვალიერეს ადგილი, იშვიათად მდგარი ბუჩქები გადაითვალეს და მიწაზე რაღაც ნიშნები დაარჭეს. მაგრამ მათი ეს საქციელი მალე განიმარტა. რამდენიმე დღის შემდეგ სარკინოზები დაბრუნდნენ და მოიტანეს უამრავი პური, სხვადასხვაგვარი ნაყოფი და საბას კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა სიკეთისთვის. ღირსმა მამამ გაიხარა, რომ მტრები მეგობრებად აქცია; მან დამოძღვრა ისინი, რომ უმწეო მეუდაბნოეებს ნუღარ გაანაწყენებდნენ, მაგრამ უეცრად დაფიქრდა და ცრემლმორეულმა საკუთარ თავს უთხრა:
    -ვაი, სულო ჩემო, ვაი შენ! ხედავ, ერთხელ მათთვის აღმოჩენილი მცირეოდენი სიკეთისთვის რაოდენ მადლიერნი არიან; ჩვენ კი ღვთისგან ყოველწუთიერად აურაცხელ წყალობას ვიღებთ, და მაინც, როგორ ვიქცევით ჩვენ? უმადურნი? სიზარმაცესა და უგრძნობელობაში ვცხოვრობთ, არც უფლის წმიდა მცნებებს ვიცავთ.
    ამრიგად, ეს წმიდა ბერი შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომ სიკეთე არ აღესრულებინა; როგორც ბუნებრივ, ისე ზნეობრივ სფეროში ყველა შემთხვევისგან საკუთარი თავისთვის რაიმე მაცხოვნებელ კანონს პოულობდა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები