თემა: გარდაცვლილთა პატივისათვის
გარდაცვლილისთვის ლოცვა დიდი მადლია (მამა გაბრიელის ცხოვრებიდან).
ერთმა მორწმუნემ ტაძარში ნაირ-ნაირი კერძები მიიტანა, მამა გაბრიელს (ურგებაძე) მიცვალებულისთვის პანაშვიდის გადახდა სთხოვა და მოსახსენებელი მიაწოდა, სადაც წმიდანთა მშობლების სახელები იყო ჩამოწერილი. მამა გაბრიელმა პანაშვიდი გადაუხადა, მიცვალებულები მოიხსენა, თუმცა კი არ იცოდა, ვის იხსენიებდა.
მეორე დღეს მამა გაბრიელმა ამ მორწმუნეს უთხრა:
-ეს რა მიყავი, ვისი სახელები მომახსენებინე, წუხელ წმიდანები მეცხადებოდნენ და მშობელთა მოხსენიებისთვის მადლობას მიხდიდნენ.
მამა ექვთიმე ბრაენი (ათონელი) ამბობდა: თუ ვინმეს გარდაცვალებას გაიგებ, სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, დაუტევე ყველაფერი და გარდაცვლილისთვის ილოცე, თუნდაც თავად გჭირდებოდეს სხვების ლოცვა, თუნდაც საბერო კანონი გქონდეს აღსასრულებელი, ამ დროისთვის ყოველი საქმე დაივიწყე და შესვენებულისთვის ილოცე"