თემა: მოწყალება, ძვირის ხსოვნა
არაბოროტისხსომა ბასილისა.
-წმიდაო მამაო, - - მიაძახა გზად მიმავალ ბასილი დიდს ერთმა ქვრივმა, - დამიფარე მე, ბედკრული, ქალაქის თავისგან; შენ დიდი გავლენა გაქვს მასზე; მე კი, საბრალო ქვრივს, წყენისა და შევიწროვების ატანა აღარ შემიძლია...
ღვთის მოსაგრემ მაშინვე მისწერა მას შემდეგი სახის წერილი: "ამ უპოვარმა ქვრივმა მითხრა, რომ ჩემს თხოვნას შენს წინაშე დიდი ძალა აქვს; თუ ეს მართლაც ასეა, საქმით დამიმტკიცე და ამ საბრალოს მიმართ გულმოწყალება გამოიჩინე...".
ქვრივმა სიხარულით გამოართვა წერილი წმიდა მამას, წარმოიდგინა, რომ ყველანაირ შევიწროებას უკვე ბოლო მოეღო და სიხარულით გაემართა ქალაქის თავისკენ.
მაგრამ მსაჯულს ღირსი მამის თხოვნის აღსრულება ბედნიერებად როდი მიაჩნდა და წერილის წაკითხვის შემდეგ პასუხად მისწერა: "სიამოვნებით გავაკეთებდი ამ საბრალო ქალისთვის ყველაფერს, რასაც ითხოვს, მაგრამ არ შემიძლია, რამეთუ კანონით მისთვის განკუთვნილი ხარკი უნდა გადაიხადოს".
მღვდელმთავარმა მისცა საბრალო ქვრივს, რაც შეეძლო, ქალაქის თავს კი ხელმეორედ მისწერა: "თუ დახმარება გინდოდა, მაგრამ არ შეგეძლო, მაშინ შენი სათნოება და სიკეთე ფასს არ კარგავს; ხოლო თუ შეგეძლო, მაგრამ არ მოისურვე, მაშინ ზეციური მსაჯული ოდესმე მთხოვნელის მდგომარეობაში ჩაგაყენებს; მაშინ მოისურვებ, მაგრამ ვერ შეძლებ...".
ეს წინასწარმეტყველება სულ მალე ახდა.
ქალაქის თავის მომხვეჭელობამ და ანგარებამ მეფის ყურამდე მიაღწია და მისი დატყვევება ბრძანა. ოდესღაც უსამართლო მსაჯულმა გაიხსენა, რომ წმიდა ბასილის განაჩენი სიტყვების უბრალო თამაში არ იყო, როგორც ადრე ეგონა და ბორკილებით დამძიმებული ხელებით გაჭირვებით მისწერა: "ღვთის კაცო! შენი სიტყვა წმიდაა; მე მთხოვნელთა რიგს მივეკუთვნე; გამოითხოვე ჩემ საბრალოსთვის მეფის - ხალხის მამის წყალობა; თუკი მოისურვებ, ყველაფერი შეგიძლია".
წმიდა ბასილიმ არ უგულებელჰყო დასაღუპად განწირული ადამიანის თხოვნა. ქალაქის თავი გაათავისუფლეს; მან წმიდა მამის მაგალითს მიბაძა და ცდილობდა, ასმაგად აენაზღაურებინა საბრალო ქვრივისთვის, რომლის მოსმენაც კი არ ისურვა თავის დროზე.
გაჭირვებული ადამიანის ხილვისას მის ადგილას ყოველთვის საკუთარი თავი უნდა წარმოვიდგინოთ, რამეთუ ამქვეყნიური ბედნიერება მარადიული როდია. ვინც დღეს განდიდებულია, შესაძლოა, ხვალ უკანასკნელი გახდეს. აქედან შეიძლება დავასკვნათ - განა კარგად იქცევიან ამაყი და დაუნდობელი ადამიანები