თემა: სასწაულები
მოძღვრის გამოცხადება.
მამა პაისი ღამეს მთლიანად ლოცვას უთმობდა და მხოლოდ გამთენიისას ისვენებდა ერთი ან ორი საათით, რათა მის სიყვარულს შეძლებოდა, ეპასუხა სნეული ადამიანებისთვის, რომლებიც დღისით მათთან მრავლად მოდიოდნენ. ღამით ის განსაკუთრებულად ლოცულობდა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ღამეებს სხვადასხვა გასართობ დაწესებულებებში ატარებდნენ და რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა. უამრავია ასეთი შემთხვევა, როდესაც მოძღვრის ლოცვამ იხსნა ისინი. თავას, რა თქმა უნდა, არასოდეს ეთანხმებოდა იმას, რომ ეს მისი დამსახურება იყო. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ გიამბობთ:
ერთ ახალგაზრდა ვაჟს, ე.წ. „ქუჩის ბიჭს“ არავითარი კავშირი არ ჰქონდა ეკლესიასა და რელიგიასთან; ასევე მის მშობლებსაც. ერთხელ, დაახლოებით ღამის სამ საათზე, ის თავბრუდამხვევი სიჩქარით მიქროდა ათენიდან დაფინში. უცებ გზაზე ბერი შენიშნა. მან გაზი გამორთო და სიჩქარეს მოუკლო. ბერი ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. ამ დროს მარჯვენა მხრიდან მოხდა ისეთი რამ, რის გამოც ვაჟს სუნთქვა შეეკრა. იმ ადგილას, სადაც ბერი გამოჩნდა, მარჯვენა მხრიდან მძიმე სატვირთო მანქანამ ძალიან დიდი სიჩქარით ჩაიქროლა წითელ შუქზე.
მანამდე ბერი რომ არ გამოჩენილიყო, ვაჟი უკვე მკვდარი იქნებოდა. მან გზა აკანკალებულმა განაგრძო და უჩვეულო ხილვით გაკვირვებული იყო.
დიდი ხნის შემდეგ ის მეგობრებმა დაიყოლიეს, მათთან ერთად მთაწმინდაზე წასულიყო და მოენახულებინა მოძღვარი, რომელიც „სასწაულებს ახდენდა“. როდესაც ისინი პანაგუდაში ჩავიდნენ, ვაჟი გაშეშდა! მის წინ ის ბერი იყო, რომლის გამოჩენამაც მისი სიცოცხლე იხსნა! ვაჟმა მოძღვარს მომხდარის შესახებ უამბო, მან კი, როგორც ყოველთვის, არ აღიარა მომხდარი, ანუ არწმუნებდა ვაჟს, არ დაეჯერებინა, რომ სწორედ ის მოძღვარი იყო, რომელიც გზაზე გამოეცხადა. ვაჟი სრულიად დარწმუნებული იყო და ვერ ახერხებდა, უარეყო ის, რაც საკუთარი თვალით იხილა. მხოლოდ ძალიან უკვირდა მოძღვრის თავმდაბლობა, რომელსაც მომხდარის აღიარება არ სურდა.
მოძღვარი მართალი იყო, რამეთუ ხედავდა, რომ სასწაულის აღსრულების დროს მოქმედი თვითონ როდი იყო. ის ამბობდა:
მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, ღვთის შეწევნით, აღვასრულო - მორჩილად ვილოცო მთელი ღამის განმავლობაში მათთვის, ვისაც გზაზე განსაცდელი მოელის. კეთილი ღმერთი საბაბს ეძებს უწესო და დაუმორჩილებელი შვილების გადასარჩენად. ის ჩემს ლოცვას მოიმიზეზებს და თვითონ იმოქმედებს, მაგრამ ვინაიდან უფალი ჩვენი თავმდაბალია, არ სურს გამოჩნდეს; და რადგანაც მიზეზად ჩემი ლოცვა ჰქონდა, - ანგელოზს ჩემს სახეს ანიჭებს; ასე რომ, მე არაფერ შუაში ვარ