თემა: გარდაცვალება, სასწაულები
ბასილი დიდის გარდაცვალება.
ერთი ებრაელი, სახელად იოსები, ისეთი დახელოვნებული ექიმი იყო, რომ ხუთი დღით ადრე უწინასწარნეტყველებდა ადამიანს გარდაცვალების დღეს. ღმერთშემოსილი ბასილი სულით ჭვრეტდა, რომ იოსები ოდესმე აუცილებლად იწამებდა ღმერთს; ამიტომ უყვარდა იგი, ხშირად უხმობდა თავისთან, ურჩევდა, მონათლულიყო. მაგრამ ებრაელი ყოველთვის პასუხობდა, რომელ რწმენაშიც დაიბადა, იმითივე სურთა სიკვდილი. ამაზე ღვთის სათნო მოსაგრე მას ეუბნებოდა:
-დამერწმუნე, რომ არც მე და არც შენ არ მოვკვდებით, სანამ წყლითა და სულით არ იშვები, ამ მადლის გარეშე შეუძლებელია ცათა სასუფეველში შესვლა.
ბოლოს მისი უფალთან წარდგომის დრო დადგა. წმიდანი ავად გახდა და იოსები, თითქოსდა სამკურნალოდ, თავისთან მოიხმო, და ჰკითხა მას:
-რას ფიქრობ ჩემზე?
ებრაელმა წმიდანს პულსი შეუმოწმა და მის მომვლელებს უთხრა:
-მოამზადეთ ყველაფერი, რაც დაკრძალვისთვისაა საჭირო, წმიდანი მალე მოკვდება.
-თვითონაც არ გესმის, რას ამბობ, - შეეწინააღმდეგა ბასილი დიდი, მაგრამ იოსები დარწმუნებით უმეორებდა:
-ეჰ, მეუფეო, მზის ჩასვლამდე გარდაიცვლები!
-რას იზამ, თუკი დილის ექვს საათამდე ცოცხალი დავრჩები? - ჰკითხა მას ბასილი დიდმა.
-დაე, მე თვითონ მოვკვდე, - უპასუხა იოსებმა.
ცოდვას მოუკვდები, მაგრამ ღმერთში გაცოცხლდები, - უთხრა წმიდანმა.
-ვიცი, რასაც ამბობ, მეუფეო, - უპასუხა ებრაელმა, - და ღვთის წინაშე ვამბობ, რომ შენს ნებას აღვასრულებ.
წმიდა ბასილიმ იოსები გაუშვა და ღვთის წინაშე ილოცა, რათა მისი სიცოცხლე გზააბნეულის მოქცევამდე გაეხანგრძლივებინა.
მეორე დილას წმიდანმა მასთან კაცი გაგზავნა. ექიმი საკუთარ თავში დარწმუნებული იყო და არ დაიჯერა, რომ წმიდა ბასილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. იგი მაშინვე მასთან გაემართა. რა დიდი იყო მისი გაოცება, როცა ღვთის კაცი ცოცხალი იხილა! იოსები მას ფეხებში ჩაუვარდა და გულწრფელად წამოიძახა:
-ჭეშმარიტად დიდია ღმერთი ქრისტიანთა! და არ არსებობს ღმერთი, თვინიერ მისსა! წმიდა მამაო, ნუ გადადებ და მომნათლე!
-ახლავე ჩემი ხელით შევასრულებ ნათლობის წმიდა საიდუმლოს! - უპასუხა ქრისტეს მოსაგრემ. ყველას გასაოცრად იგი სარეცელიდან ადგა და ეკლესიაში წავიდა. აქ მან მთელი ხალხის წინაშე თვითონ მონათლა იოსები და მისი ოჯახი, აღასრულა ლიტურგია ახლადმოქცეულთათვის და ისინი ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა. შემდეგ დამოძღვრა ტაძარში მყოფნი და ეკლესიაში ათ საათამდე დარჩა. ბოლოს მან მადლი შესწირა ღმერთს ღმერთს წყალობისათვის და სახალხოდ მიაბარა სული ღმერთს