წყარო:
სათნოებათა სასწავლებელი წმინდა მამათა ცხოვრებიდან (I ნაწილი) [გვ. 100]
კიბოთი დაავადებულის განკურნება
კიბოთი დაავადებულის განკურნება
1927 წელს წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის ლოცვით განიკურნა ებრაელი მოსე კალმანოვიჩი, რომელმაც შემდეგ ქრისტიანობა მიიღო.
დალაქი მოსე კალმანოვიჩი კუჭნაწლავის კიბოთი იყო დაავადებული. ყოველგვარმა მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა. ავადმყოფობა დღითიდღე ძლიერდებოდა. საკვებად მხოლოდ სითხის მიღება თუ შეეძლო. ბოლოს ცოლთან ერთად გაემგზავრა მოსკოვში, ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში სამკურნალოდ. ხანგრძლივი და საგულდაგულო გამოკვლევის შემდეგ ექიმმა კალმანოვიჩის ცოლს უთხრა, რომ ავადმყოფი მაქსიმუმ ორ კვირას თუ იცოცხლებდა და შინ დაბრუნება ურჩია.
როდესაც კლინიკიდან იაროსლავის ვაგზლისკენ მიდიოდნენ, ნიკოლსკის ქუჩაზე წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონის სამლოცველოს ჩაუარეს. კალმანოვიჩმა ცოლს უთხრა, რომ იქ შესვლა სურდა. ცოლი დაბეჯითებით უმტკიცებდა, რომ ეს არ შეიძლებოდა, რადგან მათ რელიგიას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ავადმყოფმა თავისი გაიტანა და სამლოცველოში შევიდა. იქ იმ დროს ლოცვა აღესრულებოდა. კალმანოჩი მივიდა წმიდა პანტელეიმონის ხატთან, დაიჩოქა და ღვთისმსახურების დამთავრებამდე არ ამდგარა. შემდეგ მიეახლა ხატს და ცრემლმორეული ემთხვია. სამლოცველოდან გამოსულმა კი ცოლს უთხრა:
-იცი, სრულიად ჯანმრთელი ვარ, არაფერი მაწუხებს, ახლავე დავბრუნდეთ კლინიკაში და შევამოწმოთ.
როდესაც პროფესორმა ავადმყოფის დაბრუნების შესახებ შეიტყო, განაცხადა, რომ საჭიროდ არ თვლიდა მის მიერ დასმული დიაგნოზის გადამოწმებას. მაგრამ ავადმყოფის მომაბეზრებელი თხოვნის შემდეგ თავის ერთ-ერთ ასისტენტს დაავალა, გაესინჯა იგი. ასისტენტმა კალმანოვიჩს ავადმყოფობის რაიმე ნიშანი ვერ აღმოუჩინა და ამის შესაებ პროფესორს მოახსენა. პროფესორმა დაეჭვებით გადახედა მას და ჩაილაპარაკა:
-ან ეს კაცია შეშლილი, ან თქვენ.
მან კვლავ გასინჯა ავადმყოფი, საოცარი გაოცება აღებეჭდა და ასისტენტს უთხრა:
-მართლაც, სავსებით ჯანმრთელია.
ამ საოცარი განკურნების მიზეზი მხოლოდ კალმანოვიჩმა იცოდა. მშობლიურ სოფელ გაგინოში დაბრუნებული დაუყოვნებლივ ეკლესიისკენ გაეშურა, რათა მონათლულიყო. მღვდელმა იგი მოსანათლად მოამზადა და მირონი სცხო. ახლადმონათლულმა მღვდელს უთხრა, რომ მზად იყო, ქრისტესათვის თავიც დაედო.

|