წყარო:
სათნოებათა სასწავლებელი წმინდა მამათა ცხოვრებიდან (I ნაწილი) [გვ. 187]
ყრმის განკურნება
ყრმის განკურნება
ერთ მორწმუნე ოჯახს ჰყავდა ვაჟი, რომელიც დაბადებიდანვე ყრუ-მუნჯი და გონებანაკლული იყო. მას გარეგნულად არაფერი ეტყობოდა და ჩვეულებრივი ბავშვივით იზრდებოდა. როდესაც ათი წლის გახდა, იმ დროს ხალხში ნეტარი ეპიფანეს სასწაულების შესახებ იწყეს საუბარი. წმინდა მამა მივიდა სოფელში, სადაც ყრმა იზრდებოდა. ეს რომ დედამ გაიგო, წავიდა იმ გზაზე, რომელზეც ნეტარ ბერს უნდა გაევლო. როდესაც იგი დაინახა, დიდი რწმენითა და ცრემლებით ევედრებოდა თავისი შვილის შეწყალებას. ნეტარი ეპიფანეც ატირდა და ლმობიერად თქვა:
-ქრისტე ღმერთო, კაცთმოყვარებისათვის განკაცებულო და ვნებულთა განმკურნებელო, მოწყალეო უფალო, რატომ იგვემება ეშმაკისაგან ეს უცოდველი ადამიანი ჩვენ ცოდვათა სამხილებლად?! აღურაცხელ წყალობათა უფალო, ულხინე და ყოველგვარი ჭირისაგან გაათავისუფლე იგი და მის მშობლებს სიხარული მიანიჭე.
მან ჯვარი გადასახა ყრმას და განკურნებული მისცა დედამისს. ნეტარი ეპიფანეს ლოცვით ბოროტი განეშორა ჭაბუკს, იგი მაშინვე სიბრძნით ამეტყველდა და ყოველივე კარგად ესმოდა. ხოლო ვინც ეს საკვირველება იხილა, ადიდებდა მრავალმოწყალე უფალს.
დედაკაცმა კი თავისი ქმარიც მოიყვანა და ორი ძროხა მიართვა ამ სიკეთისათვის ღირს მამას; მაგრამ ნეტარმა ეპიფანემ საქონელი ყრმას უბოძა და მთელი ოჯახი დალოცა. ისინი სიხარულით დაბრუნდნენ შინ და მადლი შესწირეს უფალს.

|