image

თემა: საკუთარი თავის გამტყუნება

წმიდაო მამაო, ხშირად, როდესაც შენიშვნას მაძლევენ, ვფიქრობ, რომ ახსნა-განმარტება ახსნა-განმარტება აუცილებელია და ვიწყებ: "დიახ, ეს ასეა, თუმცაარ ვიცი, თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ..."
და რაში გჭირდება ეს "თუმცა" და "ხომ არ". სწორედ ეს რყვნის ყოველივეს; თუ შენიშვნას გაძლევენ, უპასუხე: "მაპატიე, შენი ლოცვით მომავალში უფრო ფრთხილად ვიქნები".
წმიდაო მამაო, მაგრამ თუკი ვინმეს ჩემი საქციელიდან არასწორი დასკვნა გამოაქვს, უნდა ავუხსნა, რა მაიძულებს მოვიქცე სწორედ ასე და არა სხვაგვარად?
თუ ამისათვის სულიერი ძალა, ანუ სიმდაბლე გაქვს, თავი დამნაშავედ სცანი და ნურაფერს აუხსნი, საკუთარი გამართლება ღმერთს მიანდე, შენ თუ არაფერს იტყვი, მომავალში ღმერთი იტყვის შენს მაგიერ; გაიხსენე, როდესაც ძმებმა მონად გაყიდეს, იოსებს ვაჭრებისათვის არ უთქვამს: "მე მათი ძმა ვარ და არა - მონა, მამაჩემს ყველა სხვა შვილზე მეტად მე ვუყვარდი". დიახ, სიტყვას კი არ წარმოუთქვამს, სანაცლოდ ღმერთმა თქვა სიტყვა მის მაგიერ და მეფედ აქცია იგი. როგორ გგონია, ღმერთი არ განუცხადებს ადამიანებს საქმის ნამდვილ ვითარებას?! თუკი ღმერთი შენს სასიკეთოდ გამოუცხადებს ადამიანებს სიმართლედ, ეს კარგია. მაგრამ თუკი არ გამოუცხადებს, ესეც შენს სასიკეთოდ იქნება. როდესაც ვინმე უსამართლოდ გექცევა, იმაზე იფიქრე, რომ ის ამას ბოროტებით კი არ აკეთებს, არამედ იმის გამო, რომ ყველაფერი ამ მხრიდან დაინახა. თუ ამ ადამიანში ბოროტება არ არის, დრო გავა და ღმერთი მას საქმის ნამდვილ ვითარებას გამოუცხადებს. და მაშინ ეს ადამიანი მიხვდება, რომ შენდამი უსამართლობა გამოავლინა და შეინანებს. ღმერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გამოუცხედაბს ადამიანს სიმართლეს, თუ მასში ბოროტებაა; იმიტომ, რომ ღმერთის რადიოსადგური მხოლოდ სიმდაბლისა და სიყვარულის სიხშირეზე მუშაობს.
წმიდაო მამაო, შეიძლება თუ არა, რომ ადამიანს თქვენ ორ შორის მომხდარ გაუგებრობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვო?
შენ რა, იმ ადამიანზე აზრი გაგიფუჭდა?
არა.
თუ მასზე აზრი არ შეგცვლია, აუცილებელი არ არის მისი ახსნა-განმარტება მოისმინო, მაგრამ თუ რაიმე გაეჭვებს, ცუდი არ იქნება, გარკვეული განმარტება მოითხოვო, რომ კიდევ უფრო მეტად არ შეგეცვალოს დამოკიდებულება.
მაგრამ, წმიდაო მამაო, თუკი განმარტების მიცემა თავისმართლების მიზნით კი არ გსურს, არამედ უბრალოდ უამბობ შენი დამოკიდებულების შესახებ რაიმე საკითხთან დაკავშირებით და გსურს გააგებინო, რომ გიბიძგა, რომ ასე მოქცეულიყავი"?!
არც ეს ჭირდება ვინმეს. ჯობს თქვა: "შემინდე..." და ყოველგვარიმ ახსნა-განმარტებისაგან თავი შეიკავო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახსნა-განმარტებას ითხოვენ შენგან. ასეთ დროს სიმდაბლით უამბე, თუ რა როგორ მოხდა.
ანუ, წმიდაო მამაო, რა შემთხვევაშია ახსნა-განმარტება აუცილებელი?
აუცილებელია მაშინ, როდესაც საუბარი ეხება რაიმე გაუგებრობას, რომელიც სხვა დამიანებს ეხება. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მოვალეა განმარტოს ვითარება, რომ საქმე გამოსწორდეს.ხდება ისიც, რომ ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარეა, ეგოიზმიც საკმაოდ აწუხებს და ამის გარეშე შესაძლოა, ტრავმირებული დარჩეს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, თუ ის განმარტავს, რამ უბიძგა ამა თუ იმ მოქმედებისაკენ.
წმიდაო მამაო, ზოგჯერ ჩვენ ახსნა-განმარტებასა და თავის მართლებას ერთმანეთისაგან ვერ ვანსხვავებთ.
თავისმართლება სულს ვერ ამშვიდებს, მაშინ, როდესაც ახსნა-განმარტებას სიმშვიდე და მყუდროება მოაქვს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები