წმიდაო მამაო, რას წარმოადგენს საღმრთო სამართლიანობა?
წმიდაო მამაო, რას წარმოადგენს საღმრთო სამართლიანობა?
ვთქვათ, ორი ძმა ფლობს მიწის ნაკვეთს - 10 სტრემის ფართობზე. თითოეულმა მათგანმა ადამიანური სამართლიანობიდან გამომდინარე, თავისთვის 5 სტრემა უნდა აიღოს. მაგრამ საღვთო სამართლიანობის მიხედვით თითოაულმა უნდა აიღოს იმდენი, რამდენიც მისთვის აუცილებელია. ანუ, თუ ერთ ძმას შვიდი შვილი ჰყავს, მეორეს კი - მხოლოოდ ორი; ანდა - პირველს მაღალი ხელფასი აქვს, მეორეს კი - დაბალი, მიწის უდიდესი ნაკვეთი იმან უნდა აიღოს, ვისაც მეტად უჭირს. თუკი ასეთ შემთხვევაში ერთი ძმა იმდენივეს აიღებს, რამდენსაც - მეორე, ეს უსამართლობა იქნება. თუმცა ხშირად ერის ადამიანი, რაკი იგი სულიერ განსჯას მოკლებულია, არად აგდებს იმას, რომ მის ძმას თავი ძლივს გააქვს. ის საკუთარი ქმედების უსამართლობას ვერ აცნობიერებმ. "ოჯახის წევრებს უნდა აუხსნა, რომ შენს ძმას უჭირს, რათა ისინი მიწის უმეტესი ნაწილის გაცემაზე დაითანხმო". - ეუბნები ასეთ ადამიანს, ის კი გპასუხობს: "რატომ? მე ხომ მამულს შუაზე ვყოფ და მას უსამართლოდ არ ვექცევი". მაგრამ ის რომ სულიერი ადამიანი ყოფილიყო, ცოლ-შვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, შეძლებდა ოჯახის წევრები დაეყოლიებინა და გაჭირვებული ძმისათვის მმულის დიდი ნაწილი გადაეცა. თუ გაჭირვებული ძმა ეტყოდა: "შენ მხოლოდ ერთი სტრემა უნდა აიღო", - მას უხმოდ უნდა მიეღო მხოლოდ ერთი, რათა მას, იმის გამო, რომ უმეტესი ნაწილი დაიტოვა, თავი უხერხულად არ ეგრძნო. როგორც არ უნდა შეხედო, განაწილება ყველაზე სამართლიანად, სახარების მიხედვითაა შესაძლებელი.
მე მანცვიფრებს აბრაამის დიდსულოვნება. როდესაც აბრაამისა და ლოთის მწყემსებმა საძოვრებისთვის ჩხუბი წამოიწყეს, აბრაამი მივიდა ლოთთან და უთხრა: "ჩვენ საჩხუბარი არაფერი გვაქვს, რომელი მხარე უფრო მოგწონს, მარჯვნივ გინდა წასვლა, თU - მარცხნივ"? ლოთი ნაწილობრივ ადამიანური სამართლიანობის მიხედვით მოიქცა, მან აირჩია სოდომი და გომორი, ანუ - ის მხარეები, სადაც მწვანე ველები იყო - საუკეთესო საძოვარი ადგილები საქონლისათვის. და რა დაატყდა შემდეგში იქ მას?! ხოლო აბრაამს, რომელიც საღვთო სამართლიანობით იყო აღძრული, სურდა, ლოთისთვის სიხარული მიენიჭებინა. ის, რომ ლოთი კარგ მინდორზე დასახლდა, აბრაამს სიხარულით ავსებდა.
|
|