
ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
წყარო:
ცხონდება თუ არა მდიდარი [გვ. 4]
სიმდიდრე აუცილებელია ჩვენი ბავშვებისათვის – აი, კეთილმოჩვენებითი მიზეზი მომხვეჭელთათვის. ნუთუ შენ,
სიმდიდრე აუცილებელია ჩვენი ბავშვებისათვის – აი, კეთილმოჩვენებითი მიზეზი მომხვეჭელთათვის. ნუთუ შენ, როცა მამობა გსურდა, შენს ლოცვებში ასე ამბობდი: "მომეცი, უფალო, შვილები, რათა დავარღვიო მცნებანი შენნი, მომეცი შვილები, რათა ვერ დავიმკვიდრო სასუფეველი?" გახსოვდეს, აგრეთვე, რომ სიმდიდრე მრავალთათვის თავაშვებულობისა და გარყვნილების მიზეზი გამხდარა. მაშ, გაფრთხილდი, მძიმე შრომით მოპოვებული სიმდიდრით შენს შვილებს ცოდვების წინაპირობა არ შეუქმნა და ამის გამო ორმაგი სასჯელი არ მოიწიო – თვით შენ რომ უმართებულოდ იქცეოდი და სხვებსაც რომ შეუწყვე ხელი მსგავსი საქციელისათვის
|