ცხონდება თუ არა მდიდარი - ციტატები, ამონარიდები
მთელი ქვეყნიერება რომც მოვიპოვოთ, მაინც სამარეში ჩავალთ, სადაც მეფეს გლახაკისაგან ვერ განარჩევ.
სიმდიდრე კი არ ახშობს სასუფეველში შემავალ კარს (მათე 19,23), არამედ ამ სიმდიდრის ბოროტად გამოყენება
უპირველეს მდიდარს, ისევე როგორც უკანასკნელ გლახაკს, მარადისობაში მხოლოდ მისი საქმეები გაჰყვება, კეთილი ანდა ბოროტი.
თქვენ ფლობთ ველ–მინდვრებს, ბაღებს, ტბებს, კორომებს და კიდევ რაღას არ? ხოლო მიწის მცირედი ნაკუწი, რომელიც სიგანით ორი ნაბიჯია, სიგრძით კი – ექვსი, იქნება თქვენი საცხოვრისი და ერთი ქვა იკმარებს თქვენს სადარაჯოდ.
სიმდიდრეს თუ უფლის მცნებისაებრ დავხარჯავთ, ჩვენს მფლობელობაში დარჩება, ხოლო თუ ჩვენთვის დავიტოვებთ, დაგვშორდება: თუ ჩვენ არ გავუფრთხილდებით სიმდიდრეს, ის ჩვენი იქნება, თუ დავარიგებთ, არ დავკარგავთ