ცხონდება თუ არა მდიდარი - ციტატები, ამონარიდები
ღმერთი ყოვლად ბრძნულად და სიმართლით განაგებს სიღარიბეში მყოფთა კეთილდღეობას კაცთმოყვარე კეთილისმყოფელთა მეშვეობით და კეთილისმყოფელთა ნეტარებას – კაცთმოყვარეობის საქმეთა მეშვეობით.
მდიდრები ღარიბების გარეშე ვერ ცხონდებიან. ღმერთი მათ სასუფევლის კარს გაუღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ღარიბთათვის ხელს გამოიღებდნენ.
მოგვითხრობენ ერთი მებაღის შესახებ, რომელიც ბევრს შრომობდა და მთელ მონაგარს მოწყალებად გასცემდა, ხოლო თავისთვის მხოლოდ აუცილებელს იტოვებდა. მაგრამ ცოდვისმიერმა ზრახვამ შთააგონა: შეაგროვე შენთვის ცოტაოდენი ფული, რათა, როდესაც დაბერდ... იხილეთ სრულად
ერთხელ წმიდა იოანესთან, რომელიც ალექსანდრიის პატრიარქი იყო, მივიდა ვიღაც მდიდარი კარისკაცი და თვალი მოჰკრა წმინდანის ლოგინს, რომელსაც გაცრეცილი საბანი ეფარა. როდესაც კარისკაცი შინ დაბრუნდა, პატრიარქს გაუგზავნა 36 ოქროს ღირებულების... იხილეთ სრულად
წმიდა იოანეს ჰქონდა უნარი ძუნწებიც და ვერცხლისმოყვარეებიც კი აღეძრა მოწყალების გასაცემად. ერთ–ერთ ეპისკოპოსს, სახელად ტროილეს, რომელიც ერთობ ძუნწი და ვერცხლისმოყვარე იყო, იოანემ სთხოვა წაჰყოლოდა საავადმყოფოში ხეიბართა და სნეულთა მ... იხილეთ სრულად