
ავტორი:
ილია II
წყარო:
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 147]
თემა:
ბოროტება
გახსოვდეთ, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისე მოექეცით მათ. ცოდვის ჩამდენი გებრალებოდეთ
გახსოვდეთ, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისე მოექეცით მათ. ცოდვის ჩამდენი გებრალებოდეთ (რადგან იგი ამით მარადიული სატანჯველისაკენ დგამს ნაბიჯს) და თქვენი სარწმუნოება აჩვენეთ ღვთის მცნების აღსრულებით, - არ მიაგოთ ბოროტი ბოროტების წილ, არამედ ილოცეთ მათთვის, ვინც დანაშაული ჩაიდინა თქვენს წინაშე და მიანდეთ იგი უფლის მართლმსაჯულებას.