
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
აღსარება
აღსარებას დიდი მომზადება უნდა. მხოლოდ ჩადენილი ცოდვების დამახსოვრება და ჩამოთვლა საკმარისი არაა.
აღსარებას დიდი მომზადება უნდა. მხოლოდ ჩადენილი ცოდვების დამახსოვრება და ჩამოთვლა საკმარისი არაა. უმთავრესი საკუთარი შინაგანი მდგომარეობის, ანუ იმ მიზეზების გამოძიებაა, რომელმაც ცოდვა გამოიწვია. თითოეულ ცოდვას ხომ ჩვენს გულში თავისი წყარო და ფესვი აქვს და რომელიმე ცუდი თვისებისა და ბოროტი მიდრეკილებისაგან ჩნდება. ერთნი გულფიცხელობის გამო ვარდებიან ცოდვაში, მეორენი ამპარტავნებისა, სხვანი კიდევ ანგარებისა და ა.შ.
|