ავტორი:
ილია II
წყარო:
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 190]
სიყვარული მთავარი მამოძრავებელი ძალაა
სიყვარული მთავარი მამოძრავებელი ძალაა
ახალ აღთქმაში ღმერთის ყველაზე მთავარ თვისებად სწორედ სიყვარულია დასახელებული. "ღმერთი სიყვარული არს" (I ინ. 4,8). აქვე ვკითხულობთ: სიყვარული ყოვლისმომცველია, არ ამპარტავნობს, არ ზვაობს, სულგრძელია და ტკბილი, არ მრისხანებს, ყოველივეს ითმენს, არავისი შურს, ჭეშმარიტებით ხარობს, იგი ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც უკვდავებასთან არის წილნაყარი. იმედი და რწმენა სიკვდილის შემდეგ განქარდება, ხოლო სიყვარული მარადიულად იარსებებს.