image
ავტორი: ილია II

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი,  სიყვარული მოყვასისადმი,  სიყვარული,  ქრისტიანობა

მაცხოვარი გვარიგებს: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა" - ეს არის პირველი და უმთავრესი მცნება და მეორე, მსგავსი ამისი: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მთ. 22, 37-40). ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი. დიახ, ქრისტიანობა სიყვარულია. სადაც არ არის ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული, იქ არც ღმერთია. სიყვარული მადლია ღვთისა და იგი მიეცემა მას, ვინც ღირსია მისი.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები