ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა [გვ. 93]
თემა:
მონაზონთათვის
დროდადრო, როცა სულის წინააღმდეგ აღმდგარი ვნებები მხედრის, გონების ჩამოდგებას ლომობენ, როცა ყოველი
დროდადრო, როცა სულის წინააღმდეგ აღმდგარი ვნებები მხედრის, გონების ჩამოდგებას ლომობენ, როცა ყოველი ვნება თავს იღერებს, მაშინ პაროლს ეუბნები მათ: "გაჩუმდი, ენა ჩაიგდე! თუ არა, ჯოხს ავამუშავებ!"
მაგალითად, ეკლესიაში გულისსიტყვა მოგდის გახრჩობს: "რატომ გალობს შენი ძმა და არა შენ, ახლა ხომ შენი ჯერია?" შენ მას ეუბნები: "სჯობს ჩემმა ძმამ გაიხაროს და არა მე". გულისსიტყვას კი დაუჩემებია: "კი მაგრამ, რატომ, ასე ხომ სამართლიანი და სწორი იქნებოდა?" შენ უპასუხე: "ეშმაკო, დამეხსენი!" და გონებით იესოს ლოცვას ჩაუღრმავდი. მაცთური აღმდგარია, შენი გათანგვა უნდა "არა, მაინც რატომ?" კეთილი, - უთხარი - კეთილი!, გეტყვი რატომაც!"
და მყისვე ნებართვა აიღე, ეკლესიიდან გამოდი და შენს კელიას მიაშურე. იქ აიღე ჯოხი და რისხვით უთხარი: "აი, შენ "რატომ", ეშმაკო! აი, რატომ. ეს ის "სამართლიანობაა", რომელსაც შენ ითხოვდი. ჰოდა, მიიღე!" და როცა დაკოდავ მას შენსავე სხეულში, ამით ქრისტესთან უჩივი, როგორც შენი ტკივილის მიზეზს. აცახცახებული ეშმაკი გარბის; მოდის ქრისტე, აღგავსებს ნუგეშით, შეგიმსუბუქებს ვნებას, და შენ გამარჯვების ხელოვნებას სწავლობ

|