
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
აღსარება
შენც უნდა ეცადო, რომ გული კეთილად განიწმინდო, და ყოველნი ცოდვანი მისგან ფესვებიანად ამოგლიჯო. თუ
შენც უნდა ეცადო, რომ გული კეთილად განიწმინდო, და ყოველნი ცოდვანი მისგან ფესვებიანად ამოგლიჯო. თუ თავი კარგად არ განიხილე და მოძღვარს შენი სულიერი მდგომარეობა კარგად არ აცნობე, მას შენი განკურნება გაუძნელდება. ცოდვა სულისათვის იგივეა, რაც სნეულება ხორცისათვის. ისევე, როგორც მკურნალი ვერ შეძლებს ხორციელი სნეულის მორჩენას თუ მისი მიზეზი არ შეიტყო, ასევე მოძღვარიც ვერ განგკურნავს ცოდვისაგან, თუ მის მიზეზს არ აუწყებ.
|