ავტორი:
ილია II
თემა: ღვთისადმი მადლიერება, ღვთის იმედი, საკუთარ თავზე მინდობა
ადამიანმა მადლობით უნდა მიიღოს ის ტვირთი, რისი ტარებაც ამქვეყნად უწევს, სანაცვლოდ კი ღირსი გახდება მარადიული ნეტარებისა. გახსოვდეთ, უფალი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგცემთ, რისი აწევაც თქვენ არ ძალგიძთ, ოღონდ მხოლოდ საკუთარ თავს ნუ მიენდობით, არამედ ეცადეთ, უფლის სასოება არ დაკარგოთ როგორც ყველაზე მძიმე წუთებში, ისე მაშინაც, როცა სიხარულით იქნებით აღვსილნი.