თემა: აღსარება

თუმცა ნათლობის საიდუმლოთი ქრისიანი ყოველი ცოდვის მიტევებას ღებულობს, მაგრამ შემდგომი ცხოვრების

თუმცა ნათლობის საიდუმლოთი ქრისიანი ყოველი ცოდვის მიტევებას ღებულობს, მაგრამ შემდგომი ცხოვრების მანძილზე, რაკი ცოდვასთან მუდმივი ბრძოლა უხდება, უსათუოდ მოელის დროებითი დაცემები, დამარცხებები, გადახრები - გარეგანი საცთურებისა და შინაგანი ვნებების გამო. ამიტომაც სჭირდება ყოველ მორწმუნეს ცოდვების რაც შეიძლება ხშირი აღიარება.
    მაინც რამ უნდა გვიბიძგოს აღსარებისაკენ, რომელი მსჯელობა ჩააგონებს მორწმუნეს, რაც შეიძლება სწრაფად მიაშუროს ამ წმიდა საიდუმლოს? უპირველეს ყოვლისა ის საშინელი ტკივილი და ტანჯვა-წამება, რაც ადამიანის სულში შეაქვს ყოველგვარ ცოდვასა და ცთომილებას. როგორც მტკივანი კბილი აბეზრებს კაცს თავს და უკარგავს საქმის მშვიდად კეთების უნარს, აწამებს, ართმევს ძილსა და მოსვენებას, ასევე ცოდვის ხიჭვი ესობა სულს და წამლავს მას, სტაცებს სიხარულს, მშვიდობასა და სიმყუდროვეს. ხშირად გონებას არ ახსოვს ჩადენილი ცოდვა, არც უწყის რომ სცოდა, სული კი კარგად სცნობს მის გესლს, წვალობს, იტანჯება, სტკივა, კაცს მთლიანად ეუფლება გამოუცნობი ჭმუნვა, შფოთი და მწუხარება. როდესაც მოუნანიებელი ცოდვები და შეცოდებები გროვდება (არამარტო დიდი, არამედ წვრილ-წვრილი ცოდვებიც), ისინი ისე აწვებიან სინდისს, რომ კაცს უჩვეულო შიში იპყრობს: ეჩვენება, თითქოს რაღაც საშინელება უნდა შეემთხვეს, ნერვული სტრესები და გაღიზიანება ეწყება, უცნაურ მოუსვენრობას გრძნობს, შინაგან სიმტკიცეს კარგავს, არ შეუძლია საკუთარი თავის ფლობა და ა.შ. ხშირად ადამიანი ვერ ხვდება რა მიზეზით სჭირს ეს ყველაფერი, მიზეზი კი ისაა, რომ სინდისს შეუნანებელი ცოდვები უმძიმებს. ღმრთის გამოუთქმელი მოწყალებით, ეს განცდები ჩვენს ცოდვებს გვახსენებს, რათა მძიმე სულიერმა გაჭირვებამ გვაიძულოს აღსარების საიდუმლოს მივმართოთ.
 
თემატური კითხვები
0