ავტორი:
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
თემა:
აღსარება
რათა აღსარებისათვის მზადებისას ეს დარიგება კაცს დაეხმაროს საკუთარი თავის უკეთ დანახვასა და
რათა აღსარებისათვის მზადებისას ეს დარიგება კაცს დაეხმაროს საკუთარი თავის უკეთ დანახვასა და ნაკლოვანებათა უკეთ გადმოცემაში. კარგი იქნება თუ წინასწარ იმ ცოდვების მოკლე გეგმას ჩამოვწერთ, რომელთა მონანიებასაც ვაპირებთ, რათა მერე, აღსარების დროს, არ დაგვავიწყდეს. მაგრამ ეს ცოდვები უბრალოდ კი არ უნდა ამოვიკითხოთ, არამედ საკუთარი დანაშაულის შეგნებით, სინანულის განცდით ვაღიაროთ ისინი ღმრთის წინაშე, საძაგელ ქვეწარმევალთა მსგავსად ამოვანთხიაოთ სულლიდან და განვთავისუფლდეთ მათგან, ცოდვების ნუსხა კი იმისათვის გვჭირდება, რომ რომელიმე ასეთი ქვეწარმევლის ამოგდება არ დაგვავიწყდეს. შეადარე შენი ნუსხა იმ ნუსხას, ბოროტ სულებს რომ ექნებათ ხელთ საზვერეებში და იცოდე: რაც უფრო გულმოდგინედ ამხელ თავს, მით უფრო ნაკლები ბრალდება აღმოჩნდება დემონთა სიებში. რა თქმა უნდა, თვითოეული საძაგელი ცოდვის გულიდან ამოღებასა და აღიარებას რაღაც სირცხვილისა და უხერხულობის გრძნობაახლავს თან, ადამიანს დიდი ბრძოლა სჭირდება თავის თავთან მის დასაძლევად. მაგრამ განა მაშინ, როდესასც ექიმთან მივდივართ რაიმე საზიზღარი სნეულების სამკურნალოდ იგივეს არ განვიცდით? სირცხვილსაც ვგრძნობთ, ტკივილსა და უხერხულობასაც, მაგრამ გამოჯანმრთელების სურვილი ყოველთვის სძლევს, მითუმეტეს უნდა გვამხნევებდეს სულიერ სიკეთეთა დამკვიდრების იმედი. აქაც, რაც უფრო მეტია ბრძოლა, რაც უფრო მეტად უშლის კაცს ხელს აღსარების თქმაში შიში, სირცხვილი, გაუბედაობა, მით უფრო აუცილებელია მათი გადალახვა. ეს გრძნობები ხომ თავისთავად უკვე სულიერი ნაკლოვანებებია: ისინი მხოლოდ იმას მოწმობენ, რომ ვნებები და ცოდვები გვებრძვიან, არ სურთ გამოაშკარავება, რადგან გამოაშკარავება მათთვის უკვე სრულ დამარცხებას უდრის, ხოლო სულისათვის - გამოჯანსაღების დასაწყისს. რა შემსუბუქებას გრძნობს სული, როდეას ცოდვა ბუდიდან ვარდება და ტოვებს მას! ასე რომ, შრომისა და ტკივილის გარეშე ცოდვასთან ბრძოლა წარმოუდგენელია. ისე ვეთვისებით ცოდვილ ჩვევებსა და ვნებებს, რომ მათთან განშორება ჩვენთვის ცოცხალი სხეულისთვის ხელის მოჭრას ანდა ბუდიდან თვალის ამოგდებას უდრის. მაგრამ აუცილებელია ყველაფრის ამონთხევა, შხამის მთლიანად ამოწვა ჭრილობიდან. ერთადერთი სურვილი უნდა გვამოძრავებდეს - სულის განწმედა. ამის მისაღწევად ნურც ტკივილს შევუშინდებით, ნურც სიმყრალეს, არამედ ჩვენი სულის მთელი სიმახინჯე მოწყალე მკურნალის, ღმერთის წინაშე დავდოთ. ხოლო მსახური უფლისა, მღვდელი, რაც უნდა საზიზღარი იყოს შენი ცოდვების ნუსხა, მხოლოდ სიხარულს იგრძნობს, სიხარულს იმის გამო, რომ მტკიცედ ემიჯნები ამ ცოდვებს. ნუ მისცემ თავს უფლებას იფიქრო, რომ მოძღვარი ცუდად განეწყობა შენს მიმართ, ანდა შეგიძულებს - არა! ნებისმიერი მღვდელი გულწრფელი აღსარების მიღების შემდეგ უფრო მეტ ახლობლობას გრძნობს და მეტ მზრუნველობას იჩენს აღმსარებლის მიმართ. ეს იცოდე!
|