ეგრეთუე მონაზონთა მიმართ ვიყტვი მე უღირსი: ანუ მკუდარი უნდა იყოს სოფლისა ნივთთაგან ანუ ცხოველი, და

ეგრეთუე მონაზონთა მიმართ ვიყტვი მე უღირსი: ანუ მკუდარი უნდა იყოს სოფლისა ნივთთაგან ანუ ცხოველი, და მონაზონების სახე არ უნდა ემოსო, რათგან სოფლისა ნივთისათვის ცხოველი არის; თორემ, როგორც ზემო ვსთქუ, საკიცხელი რამე იქმნება. მაგალითი მოვიცოთ, თუ როგორ საკიცხველი არის. ცხოველმან კაცმან მკვდრის სამოსელი სუდარა რომ შთაიცუას და ერთა შორის იარებოდეს, ერისაგან საკიცხელი რამე იქმნება თუ არა? ეგრეთუე მონაზონების სამოსელი ნივთიერის სოფლისაგან მკუდრის მონაზონის სამოსელი არის, და თუ შენ ნივთიერის სოფლისათვის ცხოველი ხარ და მანაზონების მოკვდავების სამოსელი გაცვია ერთა შორის ღვთისათა, ესე იგი ანგელოზთა და წმიდათა კაცთა შორის, საკიცხელი იქმნები. თუ ჭეშმარიტებით მონაზონების სიკუდილი მიიღე, როგორც მუკვდარს დაყროლებულს არა ესმის რა, არც შენ სხვისი სოფლიურის ვისიმე რაიმე სულის მავნებელი არ უნდა გესმოდეს.
 
თემატური კითხვები
3