ავტორი:
ილია II
თემა: სიყვარული მტრისადმი, ადამიანის სიყვარული ღვთისადმი, სიყვარული მოყვასისადმი
მთელი გონებით, მთელი გულით და სულით ისე უნდა შევიყვაროთ უფალი, რომ ვერაფერმა განგვაშოროს მას, რასაც მაშინ მივაღწვეთ, თუ ცოდვებისაგან განვიწმინდებით და თავდადებული სიყვარულით შევიყვარებთ ჩვენს მოყვასს. უფრო მეტიც, როგორც უფალი ბრძანებს – უნდა შევიყვაროთ თვით ჩვენი მტრებიც და კეთილს უნდა ვუყოფდეთ მათ.