
ავტორი:
პ. ი. მალკოვი
თემა: ნათლისღება
მოზრდილ მოსანათლ ადამიანებს დღესაც ადრინდელივით სჭირდებათ სერიოზული შინაგანი მომზადება, რადგან საჭიროა პიროვნება გრძნობდეს თავის უღირსებასა და პასუხისმგებლობას იმ ქრისტიანული აღთქმების გამო, რომლებსაც ის იღებს თუ დებს ნათლისღების ჟამს. ამ დანიშნულებით ეკლესიაში მიმსვლელთათვის ქადაგება და განსწავლა კვლავ მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა, უბრალოდ დღეისთვის შეიცვალა მისი ფორმა და აღსრულების გზები. მაგრამ, რაც მთავარია, უმთავრესი პრინციპი ისევ იგივე რჩება, რაც ადრე იყო: არ შეიძლება ზრდასრული ადამიანი ტაძარში მივიდეს და ფორმალურად, გაუცნობიერებლად, ქრისტეს ცოცხალი სარწმუნოების გარეშე ნათელიღოს.