ეკლესია ეს არის ღვთისა და ადამიანის შეხვედრის ადგილი და კიდევ უფრო მეტიც, აქ არა მარტო ჩვენი ჩვენს შემოქმედთან შეხვედრა, არამედ საღმრთო მიმადლებით სულიერი თანხვედრაც ხდება, რასაც ეკლესიაში განღმრთობა ეწოდება.
წმიდა გერმანე კონსტანტინეპოლელის თქმით, „ეკლესია მიწიერი ცაა, სადაც ზეციური ღმერთი მკვიდრობს და მოძრაობს“. მოძრაობაში მოგზაურობა, ადგილიდან ადგილზე, ერთი ადამიანისგან მეორეზე გადასვლა არ უნდა ვიგულისხმოთ, ეს ნიშნავს, რომ უფალი მოქ...
იხილეთ სრულად
წმიდა გერმანე კონსტანტინეპოლელის თქმით, „ეკლესია მიწიერი ცაა, სადაც ზეციური ღმერთი მკვიდრობს და მოძრაობს“. მოძრაობაში მოგზაურობა, ადგილიდან ადგილზე, ერთი ადამიანისგან მეორეზე გადასვლა არ უნდა ვიგულისხმოთ, ეს ნიშნავს, რომ უფალი მოქმედებს, ცხოველსჰყოფს, განანათლებს.
link
ეკლესია ეს არის ცა დედამიწაზე და ყოველთვის, როცა კი ჩვენ ტაძარში შევდივართ და მონაწილეობას ვიღებთ საეკლესიო ღმრთისმსახურებასა და საიდუმლოებებში, ყველა ზეციურ მადლს ვუერთდებით და ნაწილობრივ იმ ზეციური იერუსალიმის კუთვნილებაც კი ვხდ...
იხილეთ სრულად
ეკლესია ეს არის ცა დედამიწაზე და ყოველთვის, როცა კი ჩვენ ტაძარში შევდივართ და მონაწილეობას ვიღებთ საეკლესიო ღმრთისმსახურებასა და საიდუმლოებებში, ყველა ზეციურ მადლს ვუერთდებით და ნაწილობრივ იმ ზეციური იერუსალიმის კუთვნილებაც კი ვხდებით, რომელში შესასვლელადაც ვართ მოწოდებულნი, ქრისტეს მეორედ და უკვე დიდებით მოსვლის შემდეგ.
link
როგორც სერგი ფუდელმა თქვა: "ეკლესია - ეს არის მარტოობის შეწყვეტა". ეს იმიტომ, რომ თუნდაც ქრისტიანი დაუსახლებელ კუნძულზე ან სატუსაღოს საკანში მოხვდეს, მთლიანადაც რომ ჰქონდეს წართმეული სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება, ის მაი...
იხილეთ სრულად
როგორც სერგი ფუდელმა თქვა: "ეკლესია - ეს არის მარტოობის შეწყვეტა". ეს იმიტომ, რომ თუნდაც ქრისტიანი დაუსახლებელ კუნძულზე ან სატუსაღოს საკანში მოხვდეს, მთლიანადაც რომ ჰქონდეს წართმეული სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება, ის მაინც არ იქნება ეულად, რადგან უფალი ყოველთვის მასთანაა, ხოლო თვითონ ქრისტიანი ყოველთვის და მარადიულად მყოფობს ეკლესიის მისტიკურ სხეულში. ეკლესია აღემატება ქმნილების ყველა მოაზრებად საზღვარს: როგორც დროითს, ისე მატერიალურს.
link
ძველ ეკლესიაში ვიდრე ადამიანი მოინათლებოდა, საკმაოდ დიდი დრო გადიოდა. პიროვნება გამუდმებით გადიოდა მოსამზადებელ დისციპლინას - კატეხიზაციას. ალბათ გახსოვთ, რომ ლიტურგიის მსვლელობისას დიაკონი აცხადებს: "კათაკმეველნო განვედით, რაოდენ...
იხილეთ სრულად
ძველ ეკლესიაში ვიდრე ადამიანი მოინათლებოდა, საკმაოდ დიდი დრო გადიოდა. პიროვნება გამუდმებით გადიოდა მოსამზადებელ დისციპლინას - კატეხიზაციას. ალბათ გახსოვთ, რომ ლიტურგიის მსვლელობისას დიაკონი აცხადებს: "კათაკმეველნო განვედით, რაოდენნი კათაკმეველნი ხართ, განვედით...", ამ შემთხვევაში საუბარი სწორედ იმ კათაკმეველებს, ანუ ქადაგებულ, ქრისტეს სწავლება უწყებულ ადამიანებს ეხება, რომლებიც ჯერ არ მონათლულან და ახლა ემზადებიან ამისათვის. ისინი შეგნებულად აკეთ...
link
ეკლესია ისეთი განსაკუთრებული "საღმრთო განზომილებაა", სადაც შეზღუდულობის ჩვენეული კანონები არ მოქმედებენ. რადგან მარადიული და უსასრულოა ღმერთი, ესე იგი ჩვენც, ვცხოვრობთ რა ეკლესიაში და ვეზიარებით და ვხდებით რა მისი სხეული, ღვთაებრი...
იხილეთ სრულად
ეკლესია ისეთი განსაკუთრებული "საღმრთო განზომილებაა", სადაც შეზღუდულობის ჩვენეული კანონები არ მოქმედებენ. რადგან მარადიული და უსასრულოა ღმერთი, ესე იგი ჩვენც, ვცხოვრობთ რა ეკლესიაში და ვეზიარებით და ვხდებით რა მისი სხეული, ღვთაებრივი მარადიულობისა და უსასრულობის ამ განზომილებაში ვხვდებით. ჩვენ ვხდებით თანამედროვე, თანადამსწრე და მოწმე მოციქულობისაც, სამყაროს შექმნისაც და ადამიანთა და სამყაროს ხსნის შესახებ საღმრთო განგებულების ისტორიის სხვა მრავალ...
link
მოზრდილ მოსანათლ ადამიანებს დღესაც ადრინდელივით სჭირდებათ სერიოზული შინაგანი მომზადება, რადგან საჭიროა პიროვნება გრძნობდეს თავის უღირსებასა და პასუხისმგებლობას იმ ქრისტიანული აღთქმების გამო, რომლებსაც ის იღებს თუ დებს ნათლისღების ...
იხილეთ სრულად
მოზრდილ მოსანათლ ადამიანებს დღესაც ადრინდელივით სჭირდებათ სერიოზული შინაგანი მომზადება, რადგან საჭიროა პიროვნება გრძნობდეს თავის უღირსებასა და პასუხისმგებლობას იმ ქრისტიანული აღთქმების გამო, რომლებსაც ის იღებს თუ დებს ნათლისღების ჟამს. ამ დანიშნულებით ეკლესიაში მიმსვლელთათვის ქადაგება და განსწავლა კვლავ მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა, უბრალოდ დღეისთვის შეიცვალა მისი ფორმა და აღსრულების გზები. მაგრამ, რაც მთავარია, უმთავრესი პრინციპ...
link
ლიტურგია, ანუ ღმრთისმსახურება, რომელიც ტაძარში სრულდება, ერთ-ერთია შვიდ საეკლესიო საიდუმლოთაგან და მას სხვაგავარად ევქარისტიის საიდუმლოც ეწოდება. სიტყვა "ლიტურგია" ბერძნულია და ორი ბერძნული ცნებიდან მომდინარეობს: λήιτος (ლეიტოს, "...
იხილეთ სრულად
ლიტურგია, ანუ ღმრთისმსახურება, რომელიც ტაძარში სრულდება, ერთ-ერთია შვიდ საეკლესიო საიდუმლოთაგან და მას სხვაგავარად ევქარისტიის საიდუმლოც ეწოდება. სიტყვა "ლიტურგია" ბერძნულია და ორი ბერძნული ცნებიდან მომდინარეობს: λήιτος (ლეიტოს, "საზოგადო") და έργον (ერღონ ან ერგონ, "საქმე"), ანუ ის ნიშნავს "საერთო საქმეს". აქ მაშინვე შეიძლება გაგვახსენდეს მაცხოვრის სიტყვები: "... სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებილ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა...
link
ბერძნული სიტყვა εκκλησία ("კრებული", "კრება") მორწმუნე ადამიანების კრებულს, ერთობას აღნიშნავს, მაგრამ ვერც ასეთი განსაზღვრება ჩაითვლება ამომწურავად. მაგალითად, პროტესტანტები მორწმუნე ადამიანები არიან, მაგრამ მათ კრებულს ეკლესიას ა...
იხილეთ სრულად
ბერძნული სიტყვა εκκλησία ("კრებული", "კრება") მორწმუნე ადამიანების კრებულს, ერთობას აღნიშნავს, მაგრამ ვერც ასეთი განსაზღვრება ჩაითვლება ამომწურავად. მაგალითად, პროტესტანტები მორწმუნე ადამიანები არიან, მაგრამ მათ კრებულს ეკლესიას ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ჩვენ ვერ ვუწოდებთ. ეკლესია არის მხოლოდ იქ, სადაც მოქმედებს იესო ქრისტე, სულიწმიდის მადლი, სადაც არ არის დარღვეული სამოციქულო მემკვიდრეობითი ხაზი და დაცულია სჯულმოძღვრების სიწმიდე. ესე იგი, ეკ...
link
ამ პარაგრაფში ჩვენი საუბარი ეკლესიაში აღსრულებულ მართლმადიდებლურ საიდუმლოებებს შეეხება. ყოველდღიურ საუბარში ეკლესიაში ყველაზე ხშირად განსხვავებული არქიტექტურითა და გუმბათით შემკულ შენობას გულისხმობენ, რომელშიც საღმრთო ლიტურგი...
იხილეთ სრულად
ამ პარაგრაფში ჩვენი საუბარი ეკლესიაში აღსრულებულ მართლმადიდებლურ საიდუმლოებებს შეეხება.ყოველდღიურ საუბარში ეკლესიაში ყველაზე ხშირად განსხვავებული არქიტექტურითა და გუმბათით შემკულ შენობას გულისხმობენ, რომელშიც საღმრთო ლიტურგია და სხვა ღვთისმსახურებები სრულდება. მაგრამ საღმრთისმეტყველო კუთხით ეკლესიას ბევრად უფრო ღრმა გაგება გააჩნია. იმის მიუხედავად, რომ დოგმატიკის ყველა სახელმძღვანელოსა თუ კატეხიზმოში შევხვდებით ამის გაკეთების მცდელობას, ცხადია, ე...
link