
ავტორი:
პ. ი. მალკოვი
თემა: ეკლესია
როგორც სერგი ფუდელმა თქვა: "ეკლესია - ეს არის მარტოობის შეწყვეტა". ეს იმიტომ ,რომ თუნდაც ქრისტიანი დაუსახლებელ კუნძულზე ან სატუსაღოს საკანში მოხვდეს, მთლიანადაც რომ ჰქონდეს წართმეული სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება, ის მაინც არ იქნება ეულად, რადგან უფალი ყოველთვის მასთანაა, ხოლო თვითონ ქრისტიანი ყოველთვის და მარადიულად მყოფობს ეკლესიის მისტიკურ სხეულში. ეკლესია აღემატება ქმნილების ყველა მოაზრებად საზღვარს: როგორც დროითს, ისე მატერიალურს.