ავტორი:
პ. ი. მალკოვი
თემა: ღვთისმსახურება
ლიტურგიკული ღმრთისმეტყველება
ვიდრე უშუალოდ ჩვენი შესასწავლი საგნის - ლიტურგიკული გადმოცემის შესახებ საუბარს შევუდგებოდეთ, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, თუ საზოგადოდ რას წარმოადგენს ლიტურგიკული ღმრთისმეტყველება - მეცნიერება, რომლის ნაწილიც არის ლიტურგიკული გადმოცემა. გამოჩენილი რუსი მართლმადიდებელი ლიტურგისტის, არქიმანდრიტ კვიპრიანეს (კერნი) განსაზღვრებით, "ლიტურგიკულ ღმრთისმეტყველებაში უნდა ვიგულისხმოთ ჩვენს ღმრთისმსახურებაში, ჩვენს საეკლესიო საგალობლებში, იკონოგრაფიულ კომპოზიციებში, დღესასწაულთა განგებებში, საიდუმლოებებსა და ზოგადად მთელ საღმრთისმსახურო წესში ჩადებული საღმრთისმეტყველო იდეების სისტემატიზაცია. ლიტურგიკული ღმრთისმეტყველების შესწავლა ისტორიულ პერსპექტივაში, ამა თუ იმ წესებისა თუ დღესასწაულების მუდმივად მიმდინარე განვითარებისა და ცვლილებების პროცესებზე ყურადღების მიქცევის პირობებში უნდა მოხდეს, რომლებიც შემდგომ სხვა ქრისტიანული საზოგადოებების საღმრთისმსახურო წეს-ჩვეულებებს უნდა შედარდეს".
მოდით ცოტა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ არქიმანდრიტ კვიპრიანეს ამ განსაზღვრების შინაარსი. შეიძლება ბევრ თქვენგანს ჰგონია, რომ ლიტურგიკული ღმრთისმეტყველება, ლიტურგიკა მხოლოდ იმ სქელი, დიდტანიანი წიგნების შინაარსი და ტიპიკონების მითითებებია, რომლებსაც ჩვენ საკურთხეველში ან მედავითნეთა კათედრაზე ვიყენებთ, ანდა იმ ფოლიანტებისა, რომელთა მიხედვითაც მსახურება სრულდება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. არქიმანდრიტი კვიპრიანე ჩვენს ყურადღებას იმაზე მიაპყრობს, რომ ყველა ამ წიგნთან ერთად ლიტურგიკული ღმრთისმეტყველების ინტერესთა სფეროში ასევე შედის ჩვენს ტაძრებში აღსრულებული მსახურებების საკუთრივ საღმრთისმეტყველო შინაარსი, თავად ღმრთისმსახურების ღმრთისმეტყველება, ხოლო ჩვენს შემთხვევაში, ლიტურგიკულ გარდამოცემასთან დაკავშირებით, საიდუმლოებათა ღმრთისმეტყველებაც. ამის მიზეზი ისაა, რომ მთელ ჩვენს ღმრთისმსახურებაში, საეკლესიო ცხოვრების მთელ მოწყობაში, ჩვენს წმინდა ლოცვებსა და განგებებში უპირველეს ყოვლისა საეკლესიო სწავლებაა ასახული და ჩადებული. მართლმადიდებლური საღმრთისმსახურო წიგნებით არამხოლოდ ლიტურგიკის, არამედ დოგმატიკის სწავლაც არის შესაძლებელი. და თუკი ოდესმე ისე მოხდებოდა, რომ დოგმატიკის ყველა სახელმძღვანელო, ღვთისმეტყველების შესახებ დაწერილი ყველა შრომა და ტრაქტატი უცებ გაქრებოდა, უცებ "აორთქლდებოდა", ჩვენთვის მიუწვდომელი გახდებოდა და მხოლოდ საღმრთისმსახურო წიგნები გვექნებოდა ხელთ, ამ წიგნების მეშვეობით სრულყოფილად, ყოველგვარი დანაკლისის გარეშე შევძლებთ იმ მართლმადიდებლური ღმრთისმეტყველების ხელახლა აღდგენასა და ფორმულირებას, რომელსაც ქრისტეს ეკლესია აღიარებს.
ამას გარდა, არქიმანდრიტ კვიპრიანეს მოწმობით, ლიტურგიკულ ღმრთისმეტყველებაში ჩვენ არამხოლოდ საეკლესიო მსახურებათა და საიდუმლოთა განგებების ტექსტებს ვეხებით, არამედ ხატსაც და იკონოგრაფიულ კომპოზიციებსაც, ვინაიდან წმინდათა გამოსახულებები, კანკელი, ხატები, რომლებსაც ეკლესიაში ვხედავთ, ჩვენი საღმრთისმსახურო ცხოვრების ასევე განუყოფელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ლიტურგიკული ღმრთისმეტყველება ასევე საეკლესიო დღესასწაულების საღმრთისმსახურო ციკლს, მათი წარმოშობის ისტორიას შეისწავლის; ამ სფეროში ცალკე მეცნიერებაც კი არსებობს - ჰეორტოლოგია.
და ეს ყოველივე - ღმრთისმსახურების განგებებიც, მათთან დაკავშირებული საღმრთისმსახურო იდეებიც და საეკლესიო საღმრთისმსახურო ციკლის ფორმირების ისტორიაც - არქიმანდრიტ კვიპრიანეს აზრით, ლიტურგიკულმა ღმრთისმსახურებამ უნდა შეისწავლოს და თანაც აუცილებლად ისტორიულ პერსპექტივაში.
ჩვენში გავრცელებულია აზრი, რომ წმინდა ბასილი დიდმა თავისი ლიტურგია IV საუკუნეში ისეთივე სახით შეადგინა, როგორაც ის დღევანდელ ტიპიკონებშია დაბეჭდილი და ჩვენც ზუსტად ისევე, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე ვასრულებთ მას. ეს აზრი ნაწილობრივ მართებულია, ნაწილობრივ კი - არა. სწორია იმიტომ, რომ ლიტურგიკის ცენტრალური ნაწილი - უბრალო მეტყველებაში გავრცელებული გამოთქმით "ევქარისტიული კანონი" ანუ ანაფორის ლოცვა - ნამდვილად იმ დროიდან მოდის. ხოლო მსახურების ბევრი სხვა ნაწილი ეკლესიაში ბევრად უფრო გვიან შემოიღეს. მაგალითად, როცა ტაძარში ლიტურგიაზე მივდივართ, გვესმის პირველი საგალობლები, რომლებიც მის დასაწყის ასამაღლებელს მოჰყვებიან: "აკურთხევს სული ჩემი უფალსა ..." და "აქებს სული ჩემი უფალსა ..." - ეს ბიბლიური 102-ე და 145-ე ფსალმუნების უძველესი ტექსტებია, მაგრამ ევქარისტიის საიდუმლოს განგებაში ისინი ბევრად უფრო გვიან შეიტანეს, ვიდრე წმინდა ბასილი დიდი შეადგენდა თავისი ლიტურგიის ლოცვებს. კონსტანტინეპოლურ წესში ლიტურგიაზე ეს ფსალმუნები მხოლოდ IX საუკუნიდან მოყოლებული იგალობება. აღსარების წესი, რომელიც დღესდღეობით სრულდება ჩვენს ტაძრებში, XVII საუკუნეში ჩამოყალიბდა, ანუ საიდუმლოთა უძველესი საფუძვლები და ცენტრალური მომენტები ეკლესიაში დასაბამიდანვე არსებობდნენ, მაგრამ მრავალი ასწლეულის განმავლობაში ყველა ეს წესი და განგება (არა მათი სულიერი სისავსე, არამედ ის ფორმა, რომლითაც ეს სულიერი შინაარსია გადმოცემული) ძლიერ შეიცვალა.
ამიტომ, როცა საეკლესიო საიდუმლოთა და მსახურებათა ისტორიას ვეხებით, პირველ რიგში იმის გარკვევა გვმართებს, თუ როგორ აღესრულებოდნენ ეს განგებები პირველ საუკუნეში, მის მომდევნო ასწლეულებში, როგორ ხდებოდა მათი ფორმირება და ბოლოს როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი დღევანდელი ღმრთისმსახურება. ამასთან, არქიმანდრიტ კვიპრიანეს (კერნი) განსაზღვრების თანახმად, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მართლმადიდებლურ განგებათა სხვა არამართლმადიდებლური ქრისტიანული საზოგადოებების წესებთან შედარებითი ანალიზი. რისთვის არის ამის გაკეთება საჭირო? არა იმისათვის, რომ კათოლიკების ან ცდომილებაში მყოფი სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების მხილება დავიწყოთ, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობის წარმოსაჩენად, რომელმაც წმინდად და უცოდველად შეინარჩუნა საიდუმლოთა შესახებ თავდაპირველი მართლმადიდებლური სწავლება.
ჩვენი თემის შესახებ დღეისათვის ხელმისაწვდომი ძირითადი წიგნი, რომლის ქონაც სასურველია, არის დეკანოზ გენადი ნეფედოვის "მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებები და წესები" (Протоиерей Геннадий Нефедов Таинства и обряды Правосланой церкви’’). სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ წიგნში ავტორი ცალკე არ საუბრობს ევქარისტიის შესახებ. საღმრთო ლიტურგიისადმი მიძღვნილი წიგნებიდან დავასახელებთ არქიმანდრიტ კვიპრიანეს (კერნი) "ევქარისტიას". თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო თვალსაზრისით დღეისათვის ის უკვე საკმაოდ მოძველებულია და მათთვის, ვისაც ევქარისტიის განგების განვითარების ისტორიის შესახებ თანამედროვე შეხედულების ამ მხრივ გაცნობა სურს, დასავლეთელი ავტორის - ჰიუ უაიბრუს შრომას "მართლმადიდებლური ლიტურგია" გავუწევთ რეკომენდაციას.