
ავტორი:
პ. ი. მალკოვი
თემა:
ეკლესია
ეკლესია ისეთი განსაკუთრებული საღმრთო განზომილებაა, სადაც შეზღუდულობის ჩვენეული კანონები არ
ეკლესია ისეთი განსაკუთრებული "საღმრთო განზომილებაა", სადაც შეზღუდულობის ჩვენეული კანონები არ მოქმედებენ. რადგან მარადიული და უსასრულოა ღმერთი, ესე იგი ჩვენც, ვცხოვრობთ რა ეკლესიაში და ვეზიარებით და ვხდებით რა მისი სხეული, ღვთაებრივი მარადიულობისა და უსასრულობის ამ განზომილებაში ვხვდებით. ჩვენ ვხდებით თანამედროვე, თანადამსწრე და მოწმე მოციქულობისაც, სამყაროს შექმნისაც და ადამიანთა და სამყაროს ხსნის შესახებ საღმრთო განგებულების ისტორიის სხვა მრავალი მოვლენისა. ჩვენ ღმრთისმსახურებაში სულიერადაც ვმონაწილეობთ და მისტიურად ვუერთდებით ქრისტიანთა ყველა თაობას, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე.