
ავტორი:
პ. ი. მალკოვი
თემა: ღვთისმსახურება, ეკლესია
ლიტურგია, ანუ ღმრთისმსახურება, რომელიც ტაძარში სრულდება, ერთ-ერთია შვიდ საეკლესიო საიდუმლოთაგან და მას სხვაგავარად ევქარისტიის საიდუმლოც ეწოდება. სიტყვა "ლიტურგია" ბერძნულია და ორი ბერძნული ცნებიდან მომდინარეობს: λήιτος (ლეიტოს, "საზოგადო") და έργον (ერღონ ან ერგონ, "საქმე"), ანუ ის ნიშნავს "საერთო საქმეს". აქ მაშინვე შეიძლება გაგვახსენდეს მაცხოვრის სიტყვები: "...სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებილ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათ. 18. 20). ლიტურგია ანუ ევქარისტია ყოველი ქრისტიანის საერთო საქმეა, რომელნიც ერთნი არიან ქრისტეს ეკლესიაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკლესიის "ლიტურგიულობის" ცნებაში ჩვენ ასევე ვგულისხმობთ მისი საღმრთისმსახურო ცხოვრების მთელ სულიერ გამოცდილებას, მისი საღმრთისმსახურო პრაქტიკის მთელ სისავსეს.